 
													ორგანიზაციული კულტურა და პროდუქტიულობა
ნინო ოხანაშვილი- 
							სალონური საუბრები
- 
							31 ოქტომბერი
- 
							სალექციო დღე: პარასკევი
- 
							20:00 - 22:00
- 
							50₾
- 
							მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის, 🔗"ორგანიზაციული კეთილდღეობა:მართვის ფსიქოლოგიუირი ასპექტები"-ს ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "ორგანიზაციული კულტურა და კეთილდღეობა", რომელსაც HR და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტინინო ოხანაშვილი წარუძღვება.
შეხვედრაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ ქმნის ორგანიზაციული კულტურა ფსიქოლოგიურ კლიმატს, რომელიც განსაზღვრავს თანამშრომელთა მოტივაციას, ჩართულობას და საერთო პროდუქტიულობას. დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ლიდერებმა და HR სპეციალისტებმა მიზანმიმართულად ჩამოაყალიბონ ისეთი კულტურა, რომელიც უზრუნველყოფს ბალანსს ეფექტიანობასა და ადამიანურ კეთილდღეობას შორის, სადაც სტრესულის ნაცვლად, შთამაგონებელი ხდება გარემო.
📅 შეხვედრის თარიღი: 31 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 50₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
 
	 
		 
		 
		 
		 
		 
		 
		 
		 
		