
ფილოსოფიის საფუძვლები - ანტიკური ფილოსოფია
-
9 ლექცია
-
დაწყების თარიღი: 25 სექტემბერი
-
18 საათი
-
ფასი: 485 ლარი
-
სერთიფიკატი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
ფილოსოფიის საფუძვლების კურსის პირველ მოდულზე რეგისტრაცია იწყება!
ფილოსოფია წარმოადენს 2500 წლოვანი ტრადიციის მქონე დისციპლინას, რომელმაც უნდა დასვას შეკითხვები ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა: რა არის ყოფნა, რა არის ჭეშმარიტება, ცოდნა, სიკეთე, რატომ არსებობს რაღაც, იმის მაგივრად, რომ იყოს არაფერი. ყოველი ცოდნის სისტემა, იქნება ეს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული თუ სხვა სახის მეცნიერება, გარკვეულ ფილოსოფიურ წანამძვრებზე დგას და, ამგვარად, ფილოსოფიის ისტორიის შესწავლა აუცილებელი წინაპირობაა საერთოდ ადამიანური აზროვნების ისტორიისა და არსის გაგებისათვის.
კურსის მონაწილეები დარგის სპეციალისტებთან ერთად სიღრმისეუკად გაეცნობიან ანტიკურ ფილოსოფიას. კურსი გააერთიანებს ყველა პროფესიის, ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მსმენელს, რომლებსაც შეეძლებათ არაფორმალურ გარემოში, მსჯელობისა და ინტერაქციის ფორმატით საინტერესო მომხსენებლებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
კურსის მონაწილეებთან აქტიურ კავშირში იქნებიან არა მხოლოდ ლექტორები, არამედ მოდერატორებიც, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდიან სხვადასხვა ფილოსოფოს ავტორთა ტექსტებს, სამეცნიერო სტატიებს, სურვილისამებრ დაეხმარებიან დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში და გზას გაუკვალავენ მათ ამ საკმაოდ კომპლექსური დისციპლინის სიღრმეებში.
პირველი მოდული:
ანტიკური ფილოსოფია - 9 შეხვედრა
25 სექტემბერი- 20 ნოემბერი
ძველი ბერძნული ფილოსოფიის აღმოცენება და არქეს (საწყისის) პრობლემა — ანა ქირია
ელეატური ფილოსოფია — ანა ქირია
ძველი ბერძენი სოფისტები და ფილოსოფია — ანა ქირია
პლატონის ლოგიკა და მეტაფიზიკა — ანა ქირია
არისტოტელეს ორგანონი — ანა ქირია
პლატონის მოძღვრება სულის შესახებ — ანა ქირია
არისტოტელეს მეტაფიზიკა — ანა ქირია
ნეოპლატონიზმი — ანა ქირია
სტოიციზმი — მირიან ებანოიძე
📅 დაწყების თარიღი: 25 სექტემბერი
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
🔖 სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.
🔖სრული კურსის ღირებულება - 485₾
📃 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40