აღწერა

„ფროიდი“

რეზო კორინთელის საავტორო კურსი
  • დაწყების თარიღი: 24 მაისი
  • 7 ლექცია (21 საათი)
  • სალექციო დღე: შაბათი
  • სალექციო დრო: 20:00
  • ღირებულება: 325 ლარი
  • სერტიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

იწყება რეგისტრაცია რეზო კორინთელის საავტორო კურსზე – „ფროიდი“

კურსი 24 მაისს დაიწყება და მის ფარგლებში განხილული იქნება ზიგმუნდ ფროიდის თეორიები, ჰიპოთეზები, ნაშრომები. ლექციები შეეხება ფროიდის ბიოგრაფიას, მისი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტებს,  ფსიქოანალიზის მეთოდს და მის ძირითად პრინციპებს, კერძოდ,  ფსიქოანალიზის 5 ჰიპოთეზას  (დინამიკური, ტოპოგრაფიული, გენეტიკური, სტრუქტურული,  ეკონომიკური), აგრეთვე, თავისუფალი ასოციაციების მეთოდს და სხვა ფსიქოანალიტიკურ ტექნიკებს და დაცვით მექანიზმებს, ნევროზსა და დეპრესიას; ნევროზის ფორმებს, ნევროზისა და ფსიქოზის თეორიას კლასიკური ფსიქოანალიზის ჭრილში. დაწვრილებით განიხილება დეპრესიის მიზეზები, ფორმები, სტადიები, დეპრესიული პიროვნების პროფილი, ფსიქოთერაპიული ზემოქმედების პრინციპები და ეტაპები.

კურსის ფარგლებში გაიმართება 7 შეხვედრა:

▪ ფროიდის პიროვნება. ბიოგრაფიული მონახაზი – მნიშვნელოვანი ნიუანსები
▪ ფროიდის ფსიქოანალიზის ჰიპოთეზები
▪ ფროიდის თეორია სიზმრის შესახებ
▪ ფილოსოფიის, ლიტერატურის, რელიგიის და კულტურის შესახებ
▪ დოსტოევსკი და ლეონარდო
▪ ფსიქოპათოლოგიური თეორია
▪ ფსიქოანალიტიკური მეთოდი და შემთხვევები პაციენტების ისტორია

 

📅 შეხვედრები დაიწყება 24 მაისს და  გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათს 20:00 საათზე

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖კურსის ღირებულება - 325₾

🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40