აღწერა

პიროვნული და პროფესიული განვითარება

ტრენინგ-ციკლი
  • 6 შეხვედრა
  • დასაწყისი: 10 ივნისი
  • სალექციო დრო: 19:00
  • ფასი: 285 ლარი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

აზროვნების აკადემიაში გამოცხადდა რეგისტრაცია ტრენინგ- ციკლზე "პიროვნული და პროფესიული განვითარება".

თანამედროვე პროფესიულ გარემოში წარმატება მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას აღარ ეფუძნება. ლიდერობა, კომუნიკაცია, ემოციური ინტელექტი, თვითპრეზენტაცია, გუნდური მუშაობა და ფსიქოლოგიური მდგრადობა ის უნარებია, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის როგორც პროფესიულ, ისე პიროვნულ განვითარებას.

„აზროვნების აკადემიის“ პიროვნული და პროფესიული განვითარების ტრენინგ-ციკლი აერთიანებს ფსიქოლოგიის, კომუნიკაციის, ლიდერობისა და თვითშემეცნების მიმართულებებს. პროგრამა შექმნილია მათთვის, ვისაც სურს უკეთ გაიაზროს საკუთარი შესაძლებლობები, განავითაროს პროფესიული უნარები, გააძლიეროს ურთიერთობები და თანამედროვე სამუშაო თუ სოციალური გარემოს გამოწვევებს უფრო გააზრებულად უპასუხოს.

ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ პერსონალური ბრენდინგის, ემოციური ინტელექტის, ლიდერის ფსიქოლოგიური ტიპების, პროფესიული გადაწვის, ინტერპერსონალური კომუნიკაციისა და ინდივიდუალიზმსა და გუნდურობას შორის ბალანსის საკითხებზე. თითოეული შეხვედრა აერთიანებს თეორიულ ხედვებს, პრაქტიკულ მაგალითებსა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ანალიზს.

ციკლი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, პროფესიონალებისთვის, მენეჯერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს პიროვნული ზრდისა და პროფესიული ეფექტიანობის გაძლიერება.

 
 

📚 ციკლში შემავალი თემები:

  • 🔗ლიდერის ტიპები ე. ბერნის მიხედვით - ნინო ბუაძე - 10 ივნისი
  • 🔗პერსონალური ბრენდინგი - ალექსი ჩიქოვანი - 17 ივნისი
  • 🔗კომუნიკაციის ფსიქოლოგია - ინტერპერსონალური კომუნიკაცია — ნათია გოცაძე - 24 ივნისი
  • 🔗თავისუფლება თუ ერთობა? - სოლო თუ გუნდი? — ანდრო დგებუაძე - 30 ივნისი
  • „ემოციური ინტელექტის პიროვნული განვითარების მოდელი“ - მაია ხოსიტაშვილი- 1 ივლისი
  • თვითზრუნვა და პროფესიული გადაწვა - ნინი ელბაქიძე - 8 ივლისი

 

📅 დაწყების თარიღი: 10 ივნისი

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍 დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე

🔖  სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 ციკლის ღირებულება – 285₾

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაცია: 0322 15 15 40

  •