რწმენა, როგორც ძალა მოქმედებისთვის
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე-
სალონური საუბრები
-
27 ოქტომბერი
-
სალექციო დღე: სამშაბათი
-
20:00
-
60₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - 🔗"პიროვნება და მეტამორფოზის" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: "რწმენა, როგორც ძალა მოქმედებისთვის", რომელსაც დეკანოზი თეოდორე გიგნაძე წარუძღვება.
ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი არის იმ რეალობის გააზრება და წარმოდგენა, რომელიც უშუალო სენსორული აღქმის მიღმა არსებობს. რწმენა ამ თვალსაზრისით მხოლოდ რელიგიური გამოცდილების ნაწილი არ არის იგი ადამიანის შემეცნებითი და ფსიქიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ლექციაში განხილული იქნება რწმენის ფენომენი ადამიანის ცნობიერებისა და არსებობის კონტექსტში. ყურადღება დაეთმობა ადამიანის უნარს, იფიქროს მომავალზე, შექმნას მოლოდინი, განჭვრიტოს ჯერ არარსებული და საკუთარ არსებობას მის მიმართ დაუკავშიროს. ამ პერსპექტივიდან რწმენა განიხილება როგორც ის შინაგანი შესაძლებლობა, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას, გასცდეს უშუალოდ მოცემული რეალობის ფარგლებს.
ლექცია ასევე განასხვავებს რწმენის ზოგად ადამიანურ და ქრისტიანულ გაგებას. განხილული იქნება ქრისტიანული რწმენის სპეციფიკა უხილავის დანახვისა და იმ რეალობის მიღების შესაძლებლობა, რომლის აღქმაც ადამიანის ბუნებრივი სენსორული საშუალებებით შეუძლებელია.
📅 შეხვედრის თარიღი: 27 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 60₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40