
ფილოსოფია, როგორც მოქმედება და ცხოვრებისეული მოვლენა
-
სალონური საუბრები
-
8 ოქტომბერი
-
სალექციო დღე: ოთხშაბათი
-
20:00 - 22:00
-
30₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში მერაბ მამარდაშვილის ლექციათა ციკლის ფარგლებში ანა ქირია წაიკითხავს ლექციას თემაზე: ფილოსოფია, როგორც მოქმედება და ცხოვრებისეული მოვლენა
მერაბ მამარდაშვილის აზროვნების ფილოსოფია არ არის მხოლოდ თეორიული დისციპლინა ან აკადემიური კონცეფცია, ის არის მოქმედება, შინაგანი მუშაობა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავსა და აზროვნებაზე იღებს პასუხისმგებლობას. ლექციაში განვიხილავთ, თუ როგორ ესმოდა მამარდაშვილს ფილოსოფია როგორც ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილება და არა მხოლოდ აბსტრაქტული თეორია. მის ფილოსოფიაში, ფილოსოფია, როგორც დისციპლინა წარმოჩნდება როგორც გზა, როდესაც ადამიანი აღიქვამს საკუთარ არსებობას, აფასებს ყოფიერებას და ცდილობს გააცნობიეროს ის სიღრმეები, რომლებიც ხშირად შეუმჩნევლად რჩება ყოველდღიურობაში. ლექცია შეეხება იმასაც, თუ როგორ შეიძლება ფილოსოფიურმა აზროვნებამ გარდაქმნას ადამიანის ცხოვრება, აქციოს იგი უფრო გაცნობიერებულ და თავისუფალ ინდივიდად. მთავარი, ნიშანდობლივი ასპექტები, რომელსაც მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიურ პრიზმაში გავიაზრებთ არის: რა არის ფილოსოფია? როგორია ფილოსოფიური აზროვნებისა და მოქმედების არსი იდეა და პროცესი.
📅 შეხვედრის თარიღი: 8 ოქტომბერი , 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 30₾
🔖 სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40