

ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა ორგანიზაციაში
ერთდღიანი ტრენინგი-
ერთდღიანი ტრენინგი
-
3 საათი
-
ფასი: 80 ₾
-
მისამართი: იოსებიძის 57 N
◼️ აზროვნების აკადემია გთავაზობთ ანდრო დგებუაძის მასტერკლასს.
➡︎ თემა: „ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა ორგანიზაციაში"
➡︎ ნებისმიერი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ცოდნისა და ფასეულობების სწორად განსაზღვრა და გადაცემა.
◼️ ამისთვის გამოიყენებენ მრავალ ფორმას: ტრეინინგს, მენტორინგს, ინსპირაციას. დელეგირებაც კი სწავლების ფორმად შეგვიძლია განვიხილოთ.
◼️ მასტერკლასის ფარგლებში ვისაუბრებთ ვიწრო წრეში მენტორინგის ტექნიკაზე. განვიხილავთ ამ ტექნიკის საჭიროებას, მის ეფექტურობას და ვიმსჯელებთ ტექნიკის მასშტაბირებაზე.
◼️ მასტერკლასზე თეორიულ ნაწილთან ერთად დრო დაეთმობა პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც, რომლითაც მონაწილე შეძლებს გაიაზროს ყველა საჭირო ინფორმაცია, აღმოაჩინოს და განივითაროს ის უნარ-ჩვევები, რითაც იხელმძღვანელებს თანამშრომლებთან ურთიერთობისას.
▶️ შეხვედრის თარიღი: 19 მარტი, სამშაბათი, 19:00 სთ.
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 3 საათი
◾ დასწრების საფასური - 80 ₾
დასწრება შესაძლებელია მხოლოდ ადგილზე.
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40