აღწერა

AI პრაქტიკაში

ONLINE კურსი
  • 5 ონლაინ სესია
  • დასაწყისი: 4 ივნისი
  • სალექციო დღეები:

    ხუთშაბათი/შაბათი
  • სალექციო დრო:

    ხუთშაბათი - 19:00-21:00
    შაბათი - 12:00-14:00
  • ფასი: 800 ლარი
  • გაიცემა სერტიფიკატი


◼️ აზროვნების აკადემია გთავაზობთ ლელა მაჩაიძის საავტორო კურსს — „AI პრაქტიკაში“

„AI პრაქტიკაში“ არის პრაქტიკული და პროფესიული კურსი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს თანამედროვე AI ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება და ყოველდღიურ საქმიანობაში მეტი პროდუქტიულობის მიღწევა.

კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან AI-ის საფუძვლებსა და ფართოდ გამოყენებად AI ინსტრუმენტებს, ისწავლიან მათ სტრატეგიულ გამოყენებას და რეალურ ბიზნესამოცანებზე მორგებას.


🎯 სწავლის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • AI-ის თანამედროვე გარემოში სწორი ხელსაწყოების შერჩევას კონკრეტული ამოცანებისთვის
  • პროფესიონალური დონის პრომპტების შექმნას, რომლებიც მაღალი ხარისხის შედეგებს იძლევა
  • პერსონალიზებული AI ასისტენტების შექმნას საკუთარი ბიზნეს საჭიროებების მიხედვით
  • AI-ზე დაფუძნებული ავტომატიზებული სამუშაო პროცესების აწყობას პროგრამირების გარეშე
  • AI ასისტენტების გამოყენებას რეალური ბიზნესამოცანების გადასაჭრელად
  • პერსონალური AI სტრატეგიისა და მართვის მიდგომების შემუშავებას
       

    ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
  • ბიზნესის მფლობელებისა და მეწარმეებისთვის, რომელთაც სურთ პროცესების ავტომატიზაცია და მასშტაბირება AI-ის დახმარებით
  • მენეჯერებისა და გუნდის ლიდერებისთვის, რომლებიც AI-ს ყოველდღიურ საოპერაციო საქმიანობაში აინტეგრირებენ
  • მარკეტინგის, გაყიდვების, HR-ისა და ოპერაციების სფეროს პროფესიონალებისთვის
  • ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც უკვე გამოუყენებია AI ხელსაწყოები და სურს მათი უფრო სტრატეგიულად და ეფექტურად გამოყენება


📅 შეხვედრები გაიმართება: 4 ივნისი, 6 ივნისი, 11 ივნისი, 13 ივნისი და 18 ივნისი 

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი

💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით

🔖კურსის ღირებულება - 800₾

🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება. 

📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

AI-ის განვითარება და თანამედროვე ტენდენციები 

  • რეალური ბიზნეს ქეისების განხილვა
  • სხვადასხვა AI ინსტრუმენტის შედარება ერთსა და იმავე ამოცანაზე
  • ინდივიდუალური სამუშაო ქეისებზე მუშაობა
  • AI-ის გამოყენება ყოველდღიურ პროცესებში

    2.
    გაღრმავებული პრომპტინგი და AI ასისტენტების მორგება
  • პროფესიონალური პრომპტების შექმნის მეთოდები
  • Custom GPT-ებისა და Claude Projects-ის აწყობა
  • AI ასისტენტების გამოყენება როგორც გუნდის მუდმივი წევრები
  • სამუშაო პროცესების ოპტიმიზაცია AI-ის საშუალებით

    3. AI
    ბიზნეს ფუნქციებისთვის
  • რეალური ბიზნესფუნქციებზე დაფუძნებული ქეისები
  • მზა პრომპტ-შაბლონების გამოყენება
  • სხვადასხვა პროფესიული მიმართულებისთვის სამუშაო პროცესების მოდელები
  • AI-ის ინტეგრაცია კონკრეტულ სამუშაო ამოცანებში

    4. AI
    ავტომატიზაცია და სამუშაო პროცესები
  • მონაწილეები შეისწავლიან AI ინსტრუმენტების დაკავშირებას ავტომატიზებულ სისტემებში no-code პლატფორმების გამოყენებით.
  • AI ინსტრუმენტების ინტეგრაცია სამუშაო პროცესებში
  • no-code ავტომატიზაციის პლატფორმების გამოყენება
  • ერთჯერადი დავალებებიდან სისტემურ ავტომატიზაციაზე გადასვლა
  • დროის რესურსის ოპტიმიზაცია

    5. AI, ეთიკა და AI სტრატეგია
  • აგენტური AI-ის კონცეფცია და განვითარება
  • პასუხისმგებლიანი გამოყენების პრინციპები 
  • პირადი და ორგანიზაციული AI სტრატეგიის შექმნა
  • გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა

ლელა მაჩაიძე -სერტიფიცირებული პროექტის მართვის პროფესიონალი (PMP) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA)ბიზნეს ურთიერთობების მენეჯმენტის პროფესიონალი (BRMP) და პროფესიონალი Scrum Master (PSM).


მას ასევე აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის სერთიფიკატი პროექტების მენეჯმენტში და არის Erickson Coaching International-ის კურსდამთავრებული.

18 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სექტორში ხელმძღვანელობდა ათობით პროექტს, მონაწილეობდა 320 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ინიციატივების მართვაში ქვეყნის მასშტაბით.

ის სპეციალიზირებულია პროდუქტის განვითარებაში, ინოვაციური ინიციატივების და კაპიტალური პროექტების განხორციელებაში. 10 წლის განმავლობაში იყო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორიის), მისი ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიების და საველე სადგურების კონცეპტის, დიზაინის, მშენებლობა-აღჭურვის, შენობების ექსპლუატაციაში გაშვების, პერსონალის უნარების და შესაძლებლობების, ორგანიზაციული განვითარების პროგრამის დირექტორის მოადგილე.

საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების 2500-ზე მეტი მენეჯერისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე ჩატარებული აქვს პროექტის ოპერაციების, პროექტის მონიტორინგის და კონტროლის, რისკების მართვის და ცვლილებების მართვის 1000-ზე მეტი ტრენინგი.

როგორც ბიზნეს კონსულტანტი ლელა მუშაობდა მსოფლიოს წამყვან კორპორაციებთან. მისი სპეციალიზაციაა პროგრამისა და პროექტის მენეჯმენტი, მონიტორინგის/კონტროლის სისტემის შემუშავება და ვალიდაცია, პროცედურისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა, სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავება. ლელას აქვს პროექტის მართვის კომპანიების მსოფლიო ათეულში შემავალ კორპორაციებთან Bechtel და CH2MHILL მუშაობის გამოცდილება მაღალ მენეჯერულ თანამდებობებზე.