ფროიდი და იუნგი
რეზო კორინთელის საავტორო კურსი-
დაწყების თარიღი: 26 სექტემბერი
-
14ლექცია (42 საათი)
-
სალექციო დღე: შაბათი
-
სალექციო დრო: 20:00
-
ღირებულება: 685 ლარი
-
სერტიფიკატი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
იწყება რეგისტრაცია რეზო კორინთელის საავტორო კურსზე, რომელიც სიღრმისეულად მიმოიხილავს ფსიქოანალიზის ორ ფუძემდებელსა და მოაზროვნეს ზიგმუნდ ფროიდსა და კარლ გუსტავ იუნგს.
პროგრამა აერთიანებს ორ ფუნდამენტურ მიმართულებას: კლასიკურ ფსიქოანალიზსა და ანალიტიკურ ფსიქოლოგიას. კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან ფროიდისა და იუნგის ბიოგრაფიულ კონტექსტს, მათ თეორიულ ჰიპოთეზებს, ფსიქიკის სტრუქტურის განსხვავებულ მოდელებს, სიზმრის ინტერპრეტაციას, ფსიქოთერაპიულ ტექნიკებს, კულტურის, რელიგიისა და ხელოვნების ფსიქოანალიტიკურ ჭრილში გააზრებას, ასევე, ძირითად თეორიულ თანხვედრებსა და პრინციპულ განსხვავებებს ორ გენიალურ მოაზროვნეს შორის.
კურსი ორი მოდულისგან შედგება:
🔖🔗ზიგმუნდ ფროიდი და კლასიკური ფსიქოანალიზი- 385₾
🔖🔗კარლ გუსტავ იუნგი და ანალიტიკური ფსიქოლოგია- 385₾
🔖სრული კურსის ღირებულება (ორივე მოდულის ერთიანად აღების შემთხვევაში)- 685₾
📅 შეხვედრები დაიწყება 26 სექტემბერი და გაიმართება კვირაში ერთხელ, შაბათს 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
კურსის თემატიკა და შეხვედრების განრიგი (14 შეხვედრა)
მოდული I: ზიგმუნდ ფროიდი და კლასიკური ფსიქოანალიზი
ფროიდის პიროვნება — ბიოგრაფიული მონახაზი და ცხოვრების გადამწყვეტი მომენტები
ფსიქოანალიზის 5 ჰიპოთეზა — დინამიკური, ტოპოგრაფიული, გენეტიკური, სტრუქტურული და ეკონომიკური მოდელები
ფროიდის თეორია სიზმრის შესახებ — სიზმრის მექანიზმები და ინტერპრეტაცია
ფილოსოფიის, ლიტერატურის, რელიგიისა და კულტურის შესახებ — ფსიქოანალიტიკური პერსპექტივა
დოსტოევსკი და ლეონარდო და ვინჩი — გენიოსთა ფსიქოანალიტიკური პორტრეტი
ფსიქოპათოლოგიური თეორია — ნევროზისა და ფსიქოზის თეორია, დეპრესიის მიზეზები, ფორმები, სტადიები და დეპრესიული პიროვნების პროფილი
ფსიქოანალიტიკური მეთოდი და კლინიკური შემთხვევები — თავისუფალი ასოციაციები, დაცვითი მექანიზმები, თერაპიული ეტაპები და პაციენტების ისტორიები
მოდული II: კარლ გუსტავ იუნგი და ანალიტიკური ფსიქოლოგია
იუნგის პიროვნება — ბიოგრაფიული მონახაზი, ურთიერთობა ფროიდთან და გზაგასაყარი
ანალიტიკური ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები — არქეტიპები, კომპლექსები და კოლექტიური არაცნობიერი
ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურა — ეგო, ჩრდილი, ანიმა/ანიმუსი, პერსონა და თვითი (Self); ინდივიდუაცია და თვითრეალიზაცია
სიზმრის იუნგისეული გაგება — კომპენსატორული ფუნქცია და არქეტიპული სიმბოლიზმი
ფსიქოთერაპია ანალიტიკურ ფსიქოლოგიაში — მეთოდოლოგია და მიდგომები
ტრანსცენდენტული ფუნქცია, სინქრონიზმის და ფსიქოიდის ცნება
რელიგია, მითოლოგია და სულიერება — იუნგიანური გააზრება და შეჯამება