ბეჭდების მბრძანებელი - ფენტეზის დაბადება
ალექსანდრე ლორთქიფანიძე-
სალონური საუბრები
-
3 ოქტომბერი
-
სალექციო დღე: შაბათი
-
20:00
-
40₾
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის - 🔗"ფენტეზი" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: ფენტეზის დაბადება - ბეჭდების მბრძანებელი, რომელსაც ქართველი ავტორი, მსახიობი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე წარუძღვება.
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი არის ავტორი, რომელმაც ფენტეზის ჟანრს სრულიად ახალი მასშტაბი მისცა. ენების, მითოლოგიისა და ისტორიის ღრმა ცოდნის საფუძველზე მან შექმნა შუახმელეთის სამყარო საკუთარი ენებით, ხალხებით, კულტურებითა და ისტორიით და ამით თანამედროვე ფენტეზის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ჩამოაყალიბა.
შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორ დაიბადა „ბეჭდების მბრძანებლის“ სამყარო, როგორ აისახა ტოლკინის პირადი გამოცდილება, პირველი მსოფლიო ომი და მის გარშემო არსებული რეალობა მის შემოქმედებაში, და რატომ რჩება მისი პერსონაჟები, თემები და ამბები აქტუალური დღემდე.
ასევე განვიხილავთ, როგორ განსაზღვრა ტოლკინმა ფენტეზის ჟანრის შემდგომი განვითარება და რატომ არის მისი შემოქმედების გაცნობა ერთ-ერთი საუკეთესო გზა ფენტეზის ბუნების გასაგებად.
📅 შეხვედრის თარიღი: 3 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით
🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40