აღწერა

ჰარი პოტერი - არჩევანი და პასუხისმგებლობა

ალექსანდრე ლორთქიფანიძე
  • სალონური საუბრები
  • 10 ოქტომბერი
  • სალექციო დღე: შაბათი
  • 20:00
  • 40₾
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

◼️ აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის  - 🔗"ფენტეზი" ფარგლებში გაიმართება სალონური საუბრები თემაზე: ჰარი პოტერი - არჩევანი და პასუხისმგებლობა, რომელსაც ქართველი ავტორი, მსახიობი და ტელეწამყვანი ალექსანდრე ლორთქიფანიძე წარუძღვება.

შეხვედრაზე ვისაუბრებთ ჯოან ქეთლინ როულინგზე, ავტორზე, რომელმაც „ჰარი პოტერის“ სამყაროთი არა მხოლოდ ფენტეზის ჟანრზე, არამედ თანამედროვე ლიტერატურაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

განვიხილავთ, როგორ შეძლო როულინგმა მეგობრობის, ერთგულების, არჩევანის, სიკეთისა და ბოროტების, პასუხისმგებლობისა და პიროვნული ზრდის თემების ფენტეზის სამყაროში გადატანა ისე, რომ „ჰარი პოტერი“ სხვადასხვა თაობისთვის დღემდე აქტუალურ და საყვარელ ნაწარმოებად რჩება.

ვისაუბრებთ იმაზეც, რატომ გახდა ეს ამბავი გლობალური კულტურული ფენომენი, რა არის მისი ლიტერატურული ძალა და რატომ აგრძელებს „ჰარი პოტერის“ სამყარო მკითხველებთან დიალოგს დღემდე.

📅 შეხვედრის თარიღი: 10 ოქტომბერი, 20:00 სთ
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
📍💻 დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც Google Meet-ის მეშვეობით

🔖დასწრების საფასური - 40₾
🔖სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"
🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40