აღწერა

კომუნიკაციის ტექნიკები და ურთიერთობის ხელოვნება

ზურა მხეიძე
  • 4 ლექცია
  • დასაწყისი: 25 სექტემბერი
  • 20:00 საათი
  • ფასი: 685 ლარი
  • სერთიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57
ზურა მხეიძის საავტორო ტრენინგ კურსის „კომუნიკაციის ტექნიკები და ურთიერთობის ხელოვნების“ მე-10 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო!

რა არის კომუნიკაცია? რა ხილული და უხილავი პროცესები მიმდინარეობს კომუნიკაციის დროს? კომუნიკაცია როგორც ვერბალური და არავერბალური შეტყობინების გაცვლის მექანიზმი.

🗣 კურსის თემატიკა

კომუნიკაცია არის ადამიანის უნარი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვცვლით ინფორმაციას, აზრებსა და ემოციებს.
ის მოიცავს როგორც ხილულ (სიტყვები, ჟესტები, მიმიკა), ასევე უხილავ პროცესებს — შინაგან ფიქრებს, განწყობებსა და ემოციურ ფონს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე და ზოგადად ცხოვრების ხარისხზე. ვერბალური (სიტყვიერი) და არავერბალური (ჟესტები, ტონი, მიკრო-გამოხატვები) შეტყობინების გაცვლის მექანიზმები და მათი ეფექტური გამოყენება ხშირად პირდაპირ კავშირშია ურთიერთობებისა და ზოგადად ცხოვრების ხარისხსთან.

🤝 რას განვიხილავთ კურსის ფარგლებში
შეხვედრების განმავლობაში ვისწავლით, როგორ ვაწარმოოთ ეფექტური კომუნიკაციები, მივიღოთ და გადავცეთ ინფორმაცია სწორად. განვიხილავთ ურთიერთობის ტიპებს — ყოველდღიური სოციალური ინტერაქციებიდან დაწყებული პროფესიული ურთიერთობებით დამთავრებული. შევაფასებთ, რა ფსიქო-ემოციური ცვლილებები მიმდინარეობს თითოეულ ადამიანში კომუნიკაციის პროცესში და როგორ უნდა ვისაუბროთ ჯანსაღად არა მხოლოდ სხვებთან არამედ საკუთარ თავთანაც.

🎯 ვისთვის არის ეს კურსი
ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს:

  • კომუნიკაციების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება

  • ურთიერთობების ხარისხის გაუმჯობესება როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში

  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ტექნიკების ათვისება

  • ემოციური ინტელექტის განვითარება

კურსი განსაკუთრებით გამოსადეგია მენეჯერებისთვის, მასწავლებლებისთვის, ტრენერებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ასევე ყველასთვის, ვინც მუშაობს ადამიანებთან და სურს ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესება.

📚 რას შეისწავლიან მონაწილეები

  • კომუნიკაციის ძირითადი მოდელები და სტრუქტურა

  • ხილული და უხილავი პროცესების ამოცნობა კომუნიკაციის დროს

  • ვერბალური და არავერბალური სიგნალების წაკითხვა და გამოყენება

  • კონფლიქტური სიტუაციების მართვა

  • ემოციური და სოციალური უნარების განვითარება პრაქტიკული სავარჯიშოებით


📅 დაწყების თარიღი: 25 სექტემბერი
📅
შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათობით 20:00 საათზე
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც

🔖სრული კურსის ღირებულება - 685₾
🔖 სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.
იმისთვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40

Subtitle text example

Title text example

Text after title text example