აღწერა

მენეჯმენტის ფსიქოლოგია

ზურა მხეიძე
  • 8 ლექცია
  • დაწყების თარიღი: 24 აპრილი
  • 24 საათი
  • ფასი: 1800 ლარი
  • სერთიფიკატი
  • მისამართი: თ. იოსებიძის 57

გამოცხადდა მიღება ზურა მხეიძის საავტორო კურსის მე-8 ნაკადზე – „მენეჯმენტის ფსიქოლოგია“

კურსზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 15-18 ადამიანი.

რა არის მართვა – ეს არის სისტემა სადაც კოორდინირებულია მოქმედებები, რომელიც ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას ემსახურება.

ვის ვმართავთ – ეს არის ადამიანები, რომელთაც გარდა პროფესიული ცოდნის და უნარ ჩვევების, თავიანთი პიროვნულ- ფსიქოლოგიური ინდივიდუალიზმით განსხვავებულები არიან და მათ უწევთ ერთ ორგანიზაციაში, როგორც სამსახურეობრივი, ასევე პიროვნული ურთიერთობები და და ამ ურთიერთობის ეფექტურობაზე დიდწილადაა დამოკიდებული ორგანიზაციის მუშაობა.

როგორ ვმართავთ – მართვისთვის აუცილებელია ვერკვეოდეთ ადამიანის ფსიქოლოგიაში, როგორც ზოგადად ადამიანის ფსიქოლოგიური სისტემის შესაძლებლობებში, ასევე მოტივაციებსა და მამოტივირებელ ინსტრუმენტებში.

ტრენინგ-კურსის თემები:
 
▪ ჯგუფის განსაზღვრება და ტიპები
▪ ჯგუფის სტრუქტურა და ლიდერი
▪ ლიდერის ტიპები
▪ ლიდერობის განმსაზღვრელი თვისებები
▪ სოციალური გავლენის ლიდერის მნიშვნელობა და ფუნქციები
▪ მართვა და კომუნიკაცია
▪ დამარწმუნებელი კომუნიკაცია და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები
▪ მოტივაცია, მოტივარება, საჭირო სამოტივაციო სისტემის შექმნა ორგანიზაციაში
▪ კოოპერაცია და კონკურენცია
▪ მმართველის ფუნქციები
▪ მართვის სტილი, X და Y თეორია
▪ ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი ორგანიზაციის სტრუქტურის შესაქმნელად
▪ ორგანიზაციული სტრუქტურები და საკომუნიკაციო ბადე
▪ მნიშვნელოვანი საკითხები ეფექტური მართვისთვის


კურსს უძღვება ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ზურაბ მხეიძე – ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით (+30 წელი) და +25 წლიანი ტრენინგების ჩატარების და კონსულტირების გამოცდილება, მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციების ხარისხის და ადამიანური რესურების მართვის დეპარტამენტებში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის ანალიტიკურ დეპარტამენტში, განხორციელებული აქვს +10 კვლევა ფსიქოლოგიის მიმართულებით, არის სოციალური ფსიქოლოგიის ასპირანტი და გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები იენის, ვილნიუსის და ტარტუს უნივერსიტეტებში.



📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს 20:00 საათზე

⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2-3 საათი

 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადგილზე

🔖სრული კურსის ღირებულება - 1800₾

🔖 სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება. იმისთვის, რომ ისარგებლოთ სტუდენტური ფასდაკლებით, გთხოვთ, გადახდის ველში მონიშნოთ "საბანკო გადარიცხვა"

🔖 მოქმედებს კორპორატიული შეთავაზება.

📃კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი

🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

📍 მისამართი: იოსებიძის 57

☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40