ფილოსოფიის საფუძვლების
კურსი
-
20 ლექცია
-
დასაწყისი: 18 ოქტომბერი
-
40 საათი
-
ფასი: 885 ლარი
-
სერთიფიკატი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
ფილოსოფიის საფუძვლების კურსზე რეგისტრაცია იწყება!
ფილოსოფია წარმოადენს 2500 წლოვანი ტრადიციის მქონე დისციპლინას, რომელმაც უნდა დასვას შეკითხვები ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა: რა არის ყოფნა, რა არის ჭეშმარიტება, ცოდნა, სიკეთე, რატომ არსებობს რაღაც, იმის მაგივრად, რომ იყოს არაფერი. ყოველი ცოდნის სისტემა, იქნება ეს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული თუ სხვა სახის მეცნიერება, გარკვეულ ფილოსოფიურ წანამძვრებზე დგას და, ამგვარად, ფილოსოფიის ისტორიის შესწავლა აუცილებელი წინაპირობაა საერთოდ ადამიანური აზროვნების ისტორიისა და არსის გაგებისათვის.
კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ფილოსოფია და ფილოსოფიის ისტორია, სურს ქრონოლოგიურად გაჰყვეს მისი განვითარების ეტაპებს, გაეცნოს ძირითად სკოლებსა და დოქტრინებს.
კურსის მონაწილეები დარგის სპეციალისტებთან ერთად გაეცნობიან დასავლური ფილოსოფიის ისტორიას, ანტიკურ საბერძნეთში მისი ჩასახვიდან მოყოლებული – დღემდე. კურსი გააერთიანებს ყველა პროფესიის, ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მსმენელს, რომლებსაც შეეძლებათ არაფორმალურ გარემოში, მსჯელობისა და ინტერაქციის ფორმატით საინტერესო მომხსენებლებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
კურსის მონაწილეებთან აქტიურ კავშირში იქნებიან არა მხოლოდ ლექტორები, არამედ მოდერატორებიც, რომლებიც მონაწილეებს მიაწვდიან სხვადასხვა ფილოსოფოს ავტორთა ტექსტებს, სამეცნიერო სტატიებს, სურვილისამებრ დაეხმარებიან დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში და გზას გაუკვალავენ მათ ამ საკმაოდ კომპლექსური დისციპლინის სიღრმეებში.
კურსი იყოფა ორ მოდულად:
პირველი მოდული:
ანტიკური ფილოსოფია - 10 შეხვედრა
18 ოქტომბერი - 20 დეკემბერი
მეორე მოდული
შუა საუკუნეების ფილოსოფიიდან პოსტმოდერნულ ფილოსოფიამდე - 10 შეხვედრა
17 იანვარი - 21 მარტი
ფილოსოფიის საფუძვლების კურსის შეძენა შეგიძლიათ როგორც სრულად, ასევე შეძლებთ ცალკეულად შეიძინოთ როგორც პირველი, ისე მეორე მოდული.
სრულად შეძენის შემთხვევაში კურსის ღირებულება - 885₾
პირველი მოდულის ღირებულება - 585₾
პირველი მოდულის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააწექით „აქ"
კურსი დაიწყება 18 ოქტომბერს
შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, პარასკევს 20:00 საათზე
შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისათვის (22 წლის ჩათვლით) – 25% ფასდაკლება
კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
მისამართი: თინა იოსებიძის #57
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
პირველი მოდული:
ანტიკური ფილოსოფია - 10 შეხვედრა
18 ოქტომბერი - 20 დეკემბერი
* ძველი ბერძნული ფილოსოფიის აღმოცენება და არქეს (საწყისის) პრობლემა - ლევან გიგინეიშვილი 18 ოქტომბერი
* ელეატური ფილოსოფია - მიხეილ მირაშვილი - 25 ოქტომბერი
* ძველი ბერძენი სოფისტები და ფილოსოფია - მიხეილ მირაშვილი - 1-ლი ნოემბერი
* პლატონის ლოგიკა და მეტაფიზიკა - მიხეილ მირაშვილი - 8 ნოემბერი
* არისტოტელეს ორგანონი - მიხეილ მირაშვილი - 15 ნოემბერი
* პლატონის მოძღვრება - სულის შესახებ - ანა ქირია - 22 ნოემბერი
* არისტოტელეს მეტაფიზიკა - ანა ქირია - 29 ნოემბერი
* სტოიკური და ეპიკურეანული ეთიკა - მიხეილ მირაშვილი 6 დეკემბერი
* ნეოპლატონიზმი - ანა ქირია - 13 დეკემბერი
* სტოიციზმი - ავთანდილ ძამაშვილი - 20 დეკემბერი
მეორე მოდული
შუა საუკუნეების ფილოსოფიიდან პოსტმოდერნულ ფილოსოფიამდე - 10 შეხვედრა
17 იანვარი - 21 მარტი
* შუა საუკუნეების ქრისტიანული ფილოსოფია - სქოლასტიკა - ლევან გიგინეიშვილი - 17 იანვარი
* რენესანსის ფილოსოფია ანა ქირია - 24 იანვარი
* კონტინენტური რაციონალიზმი - რენე დეკარტი და "კოგიტო"-ლევან გიგინეიშვილი - 31 იანვარი
* ბრიტანული ემპირიზმი - ლევან გიგინეიშვილი - 7 თებერვალი
* იმანუელ კანტის ფილოსოფიური სისტემა - ლევან გიგინეიშვილი - 14 თებერვალი
* ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა - ლევან გიგინეიშვილი - 21 თებერვალი
* კარლ მარქსის ფილოსოფია - ლევან გიგინეიშვილი - 28 თებერვალი
* ფრიდრიხ ნიცშეს სიცოცხლის ფილოსოფია - ლევან გიგინეიშვილი - 7 მარტი
* პოსტმოდერნიზმი - ლევან გიგინეიშვილი - 14 მარტი
* ფენომენოლოგია და მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია - ავთანდილ ძამაშვილი - 21 მარტი