
ფილოსოფიის საფუძვლების
კურსი
-
20 ლექცია
-
დასაწყისი: 25 სექტემბერი
-
40 საათი
-
ფასი: 885 ლარი
-
სერთიფიკატი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
📜 აზროვნების აკადემიაში ფილოსოფიის საფუძვლების კურსზე რეგისტრაცია იწყება!
ფილოსოფია, როგორც ცოდნის დისციპლინა, წარმოადგენს რეფლექსიური აზროვნების უნიკალურ ფორმას, რომელიც მიმართულია ყოფიერების, ცნობიერების, ეთიკის, ცოდნისა და საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპების გააზრებისკენ. იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული სისტემებით, არამედ ისწრაფვის სამყაროსადმი დამოკიდებულების ფორმირებისკენ — ანალიზის, არგუმენტაციისა და სიღრმისეული მსჯელობის მეშვეობით. დარგის მთავარი ამოცანაა სამყაროსადმი ისეთი ფუნდამენტური შეკითხვების დასმა, რომელიც ინდივიდს შეამეცნებინებს მის გარემოცულ სამყაროსა და საკუთარ თავს.
ფილოსოფიის საფუძვლების კურსი, რომელიც ეფუძნება სწავლების შებრუნებულ მოდელს (Flipped Learning Model🔄) მოიაზრებს იმგავრ მიდგომებს, რომელიც ეფუძნება: სწავლების პროცესში მსმენელების ჩართულობას, მათი მოსაზრებებისა და იდეების დაფიქსირებას კვალიფიცირებული ლექტორის მხრიდან, ფილოსოფიურ კონცეფციებსა და იდეებზე დაყრდნობით, კურსის ფარგლებში, მსმენელები შეძლებენ საკუთარი იდეების თვითრეფლექსიას, გაეცნობიან ფილოსოფიის ისტორიას, მის ძირითად მიმდინარეობებსა და კონცეფციებს. მოდერატორის ჩართულობით კურსზე დამსწრეებს სურვილისამებრ გაუზიარდებათ ფილოსოფიური ტექსტები, სამეცნიერო სტატიები და კვლევები.
🎯 ვისთვის არის კურსი?
კურსი განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ფილოსოფია და ფილოსოფიის ისტორია, სურს ქრონოლოგიურად გაჰყვეს მისი განვითარების ეტაპებს, გაეცნოს ძირითად სკოლებსა და დოქტრინებს.
📚 კურსის მონაწილეები დარგის სპეციალისტებთან ერთად გაეცნობიან დასავლური ფილოსოფიის ისტორიას, ანტიკურ საბერძნეთში მისი ჩასახვიდან მოყოლებული – დღემდე. კურსი გააერთიანებს ყველა პროფესიის, ასაკის, განსხვავებული ინტერესის მქონე მსმენელს, რომლებსაც შეეძლებათ არაფორმალურ გარემოში, მსჯელობისა და ინტერაქციის ფორმატით საინტერესო მომხსენებლებთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
📅 დაწყების თარიღი: 25 სექტემბერი
📅 შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, ხუთშაბათს 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
🔖 სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება.
🔖სრული კურსის ღირებულება - 885₾
📃 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
.
პირველი მოდული: ანტიკური ფილოსოფია - 9 შეხვედრა
25 სექტემბერი - 20 ნოემბერი
ძველი ბერძნული ფილოსოფიის აღმოცენება და არქეს (საწყისის) პრობლემა — ანა ქირია
ელეატური ფილოსოფია — ანა ქირია
ძველი ბერძენი სოფისტები და ფილოსოფია — ანა ქირია
პლატონის ლოგიკა და მეტაფიზიკა — ანა ქირია
არისტოტელეს ორგანონი — ანა ქირია
პლატონის მოძღვრება სულის შესახებ — ანა ქირია
არისტოტელეს მეტაფიზიკა — ანა ქირია
ნეოპლატონიზმი — ანა ქირია
სტოიციზმი — მირიან ებანოიძე
მეორე მოდული : შუა საუკუნეების ფილოსოფიიდან პოსტმოდერნულ ფილოსოფიამდე - 11შეხვედრა ~
27 ნოემბერი- 12 თებერვალი
შუა საუკუნეების ქრისტიანული ფილოსოფია - სქოლასტიკა — ლევან გიგინეიშვილი
რენესანსის ფილოსოფია — ანა ქირია
კონტინენტური რაციონალიზმი - რენე დეკარტი და "კოგიტო" — ლევან გიგინეიშვილი
ბრიტანული ემპირიზმი — ლევან გიგინეიშვილი
იმანუელ კანტის ფილოსოფიური სისტემა — ლევან გიგინეიშვილი
ჰეგელის ფილოსოფიური სისტემა — ლევან გიგინეიშვილი
კარლ მარქსის ფილოსოფია — ლევან გიგინეიშვილი
ფრიდრიხ ნიცშეს სიცოცხლის ფილოსოფია — ლევან გიგინეიშვილი
პოსტმოდერნიზმი — ლევან გიგინეიშვილი
ეგზისტენციალიზმი — მირიან ებანოიძე
ფენომენოლოგია და მარტინ ჰაიდეგერის ფილოსოფია — მირიან ებანოიძე