ლექცია 1 — 20 აპრილი | მარინა კაჭარავა — ფსიქიკის მექანიზმების განხილვა (ფსიქიკა როგორც სისტემა)
ლექცია 2 — 27 აპრილი | ნინი ელბაქიძე — ემოციური რეგულაცია
ლექცია 3 — 4 მაისი | მარინა კაჭარავა — სტრესის მართვა
ლექცია 4 — 11 მაისი | მარინა კაჭარავა — ინტელექტის ტიპები (ემოციური, სოციალური და ზოგადი)
ლექცია 5 — 18 მაისი | ნინო ბუაძე — მოტივაცია
ლექცია 6 — 25 მაისი | რამაზ საყვარელიაძე — განწყობა, როგორც მოთხოვნილების აღძვრის მექანიზმი
ლექცია 7 — 1 ივნისი | თინათინ ბანძელაძე — აღქმა
ლექცია 8 — 8 ივნისი | თინათინ ბანძელაძე — მეხსიერება
ლექცია 9 — 15 ივნისი | ფიქრია ხომასურიძე — ნეიროპლასტიურობა
ლექცია 10 — 20 ივნისი (შაბათი) | რეზო კორინთელი — ფსიქიკის დაცვის მექანიზმები
ლექცია 11 — 25 ივნისი (ხუთშაბათი) | ზურა მხეიძე — სოციალური გავლენები და კომუნიკაციის მექანიზმები
ლექცია 12 — 29 ივნისი | ირინა ტაბუციძე — ენერგიის მართვა
ფსიქიკის მექანიზმები
ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსი (მოდული III)-
12 ლექცია
-
დასაწყისი: 20 აპრილი
-
20:00 საათი
-
ფასი: 785 ლარი
-
სერთიფიკატი
-
მისამართი: თ. იოსებიძის 57
ფსიქოლოგიის საფუძლების კურსის მესამე მოდული- ფსიქიკის მექანიზმები:
აზროვნების აკადემია აცხადებს რეგისტრაციას ფსიქოლოგიის საფუძვლების კურსის მესამე მოდულზე: "ფსიქიკის მექანიზმები". კურსზე შეისწავლით როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგადგებათ.
📚 მოდულის მიმოხილვა
ეს მოდული ეძღვნება ადამიანის ფსიქიკის იმ მექანიზმების გააზრებას, რომლებიც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურ ქცევას, ემოციებს, გადაწყვეტილებებსა და ურთიერთობებს. მონაწილეები ფსიქიკას განიხილავენ როგორც კომპლექსურ სისტემას, სადაც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ემოციური პროცესები, მოტივაცია, აღქმა, მეხსიერება, სოციალური გავლენები და ენერგიის რეგულაცია. ლექციების ფარგლებში განხილული იქნება ის ძირითადი ფსიქოლოგიური პროცესები, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანის რეაგირებას გარემოზე, მოთხოვნილებების ფორმირებას და შინაგან თვითრეგულაციას.
მოდულის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება ემოციური რეგულაციისა და სტრესის მართვის მექანიზმებზე, ინტელექტის სხვადასხვა ტიპზე (ემოციური, სოციალური და ზოგადი), მოტივაციისა და განწყობის როლზე ადამიანის ქცევაში. ასევე დეტალურად განიხილება კოგნიტური პროცესები აღქმა და მეხსიერება, ტვინის ადაპტაციის უნარი (ნეიროპლასტიურობა), ფსიქიკის დაცვის მექანიზმები და სოციალური გავლენების მნიშვნელობა კომუნიკაციის პროცესში. მოდული აერთიანებს როგორც თეორიულ საფუძვლებს, ისე პრაქტიკულ ხედვებს იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქიკა როგორც დინამიკური სისტემა და როგორ შეიძლება ამ ცოდნის გამოყენება პროფესიულ და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
🎓 სწავლების მეთოდები
ინტერაქტიური ლექციები და დისკუსიები
პრაქტიკული მაგალითები რეალური ცხოვრებიდან
ექსპერიმენტების განხილვა - ისტორიული და თანამედროვე
👥 ვისთვის არის ეს კურსი?
სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ფსიქოლოგიის შესწავლას;
ისეთი სფეროების წარმომადგენლებისათვის, ვისთვისაც ფსიქოლოგია საჭირო სფეროს წარმოადგენს;
ყველასთვის, ვისაც სურს ადამიანების ბუნების შესწავლა.
📅 დაწყების თარიღი: 20 აპრილი
📅 ლექციები გაიმართება კვირაში ერთხელ 20:00 საათზე (დღეები იხილეთ სილაბუსში)
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2–3 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
🔖 მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 მოდულის ღირებულება – 785₾
📃 კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
🍰 შეხვედრებზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: თინა იოსებიძის #57
☎ დამატებითი ინფორმაცია: 0322 15 15 40
მოდული მოიცავს 12 ლექციას:
მოდული II: ფსიქიკის მექანიზმები