სტატიები

21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

ყოველი წლის 21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ეს დღე არის  გლობალური ინიციატივა ამ დაავადების შესახებ.  დაუნის სინდრომი არის ქრომოსომული გენეტიკური ცვლილება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. ასევე არსებობს დაუნის სინდრომის სხვადასხვა შემთხვევები: ტრისომიატრანსლოკაცია და მოზაიციზმი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით დაუნის სინდრომის გლობალური სიხშირე მერყეობს 1-დან 1000 და 1-დან 1100 დაბადებულთა შორის. ყოველ წელს მსოფლიოში 3000-5000-მდე ბავშვი იბადება ამ ქრომოსომული პათოლოგიით. ჯერ-ჯერობით უცნობია რა იწვევს ამ სინდრომს, მაგრამ ის ყოველთვის იყო ადამიანის მდგომარეობის ნაწილი.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად (CDC), ჩვილი საშუალოდ 46 ქრომოსომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ჩვილებში 21-ე ქრომოსომა ორჯერ მეორდება, ტრისომია 21 – არის დაუნის სინდრომის კიდევ ერთი სახელწოდება. ქრომოსომის ასლი განსაზღვრავს ჩვილის სხეულისა და ტვინის განვითარებას, იწვევს მენტალურ და ფიზიკურ სირთულეებს ბავშვში.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ისტორია

ეს დღე პირველად აღინიშნა 2006 წელს. დაუნის სინდრომის ასოციაციებმა ბრაზილიაში იმუშავეს საერთაშორისო დაუნის სინდრომის ორგანიზაციასთან და მათ წევრებთან ერთად წამოიწყეს კამპანია, გლობალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად. 2011 წლის ნოემბერში მიიღეს რეზოლუცია დღის ოფიციალურად აღნიშვნის შესახებ,  21 მარტი კი  გამოცხადდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ.

2024 წლის თემატიკა

წლევანდელი წლის დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის თემა არის – „ერთად დავამარცხოთ სტერეოტიპები“. დაუნის სინდრომის მონე პირებმა თავად უნდა მიიტანონ თავისი სათქმელი ადამიანებამდე, მათი ხმა უნდა ისმოდეს საზოგადოებაში.