„იუნგი სიყვარულის შესახებ“
ფსიქიატრი რეზო კორინთელი
იუნგის აზრით, ყველა მამაკაცი ატარებს შინაგან ევას, ხოლო ყველა ქალი შინაგან ადამს. მამაკაცის შინაგან ქალს, სამშვინველის არქეტიპს მამაკაცისთვის იუნგი ეძახის ანიმას, რომელიც ქალზე პროვოცირდება და ის ოთხი სტადიით ან ფორმით ვლინდება. პირველია მიწიერი ქალი – ევა, მეორე – ქალი, რომელიც მშვენიერებას გაზიარებს, ეს არის ელენა. წმინდა ქალი, რომელიც თავის სისუფთავით აღგაფრთოვანებს, ეს არის მარია და ბრძენი ქალი, სოფია.
ასევე ქალში წარმოჩინდება შინაგანი მამაკაცი, რომელსაც იუნგი ანიმუსს ეძახის, რომელიც ქალის წინაშე წარსდგება, როგორც ფიზიკურად ძლიერი, ათლეტური გარეგნობის მამაკაცი, რომლის გვერდით ქალი დაცულად გრძნობს თავს. მეორე, პოეტი და მწერალი, რომელიც მშვენიერებას აზიარებს ქალს, ამიტომ უყვარდება. შემდეგ, სახელმწიფო მოღვაწე და ბოლოს, სულიერი მოძღვარი.
იუნგის ანიმის ცნება აერთიანებს რამოდენიმე იდეას. ეს არის ნარცისტული სიყვარული, „მე ქალში მიყვარს ჩემი თავი.“ საკუთარი თავის,საკუთარი თვისებების პროეცირება ხდება ქალზე და ამიტომ მიყვარს. მეორეა, დედის იმაგოს ცნება, რომელიც სხვადასხვა ავტორის მიერ განსხვავებულად იყო აღქმული, მაგრამ ნიცშე თვლიდა, რომ ყოველი მამაკაცი თავის თავში დედისგან ქალის ხატს ატარებს და ამ ხატის შესაბამისად, მას ან ეყვარება და პატივისცემით იქნება განმსჭვალული ქალის მიმართ, ანდა მათ მიმართ ზიზღის გრძნობა ექნება.
კარლ ნისერიც მსგავს აზრსს ავითარებდა, რომ კაცს იმ შემთხვევაში შეუყვარდება ქალი, თუ ის მას რომელიმე წინაპარ ქალს აგონებს. შემდეგ არის პირველი სიყვარულის გადატანა სხვა ქალებზე. პირველი სიყვარული არ შედგა და პროეცირებ, მის მსგავსს ეძებ.
მეოთხე ანიმის ცნება, რაზედაც ვილაპარაკეთ, საყვარელი ქალის ტიპი მამაკაცის ფსიქო-ფიზიკური, მეორე ნახევრის ამსახველი ტიპია და ეყრდნობა ადამიანის ბისექსუალობის იდეას, რომლის თანახმადაც, ჩვენში წამყვანი სქესის გარდა, მეორე სქესიც არსებობს და ეს ჰორმონალურ დონეზეც არის. ჩვენ გვაქვს, როგორც ქალის, ისე მამაკაცის ჰორმონები, ოღონდ მცირე რაოდენობით. ჩვენ რაოდენობრივად სწორედ ის ტიპი გვიზიდავს, რომლის ნაკლებობასაც განვიცდით. თუ დავუშვათ ¾ მამაკაცური ხარ და ¼ ქალური, მაშინ შენ ის ქალი მიგიზიდავს, რომელიც ¾ ით არის ქალური და ¼ ით მამაკაცური. თქვენ ავსებთ ერთმანეთს.
ფსიქიატრი რეზო კორინთელი.
👉 სტატია მომზადებულია რეზო კორინთელის ვიდეო-კურსიდან იუნგის შესახებ ონლაინ პლატფორმაზე: https://onlineacademia.ge/
➡ სრული ვიდეო-კურსის შესაძენად ეწვიეთ ბმულს: shorturl.at/jDHOT
💠 ფსიქიატრ რეზო კორინთელის ყველა ვიდეო-კურსი და ლექცია www.onlineacademia.ge – ზე 👉 https://bit.ly/3gyCwxu