სიახლეები, სტატიები

„არაცნობიერის გავლენა ქცევის ფორმირებაზე“ – ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი

„არაცნობიერის გავლენა ქცევის ფორმირებაზე“

 ფსიქოლოგი მარინე ჩიტაშვილი

 

რა შეიძლება ითქვას არაცნობიერის შესახებ? არსებობს თუ არა არაცნობიერი… არის შემოვლითი გზით ლოგიკურად მისვლა არაცნობიერამდე და ის, რამაც, ფაქტობრივად, არაცნობიერი პირველად რეალურად დაასაბუთა, ეს იყო კარლ გუსტავ იუნგის მიერ შექმნილი ასოციაციური მეთოდი.

იუნგი ფსიქიატრი იყო და მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ის მოიხიბლა ფროიდის იდეებით. გადაწყვიტა, რომ ფსიქიატრიულ პაციენტებზეც ეცადა ფსიქოანალიზი. მაგრამ იქ, სადაც შერაცხადობა არ არის, პირდაპირი საუბრის მეთოდი შედეგს ვერ გამოიღებს, ამიტომ მან გადაწყვიტა, მოეძებნა საშუალება, რომლის მიხედვითაც მოძებნიდა ტრამპულ ბირთვს. მან დაიწყო ასეთი რამ: შეადგინა ჯერ 500, შემდეგ – 300 და ბოლოს 100-ზე დაიყვანა სამმარცვლიანი სიტყვების რაოდენობა, რომელთა დალაგებაც ძალიან მარტივია. თქვენ გეუბნებიან სიტყვას და ასოციაციურად, რაც მოგდით თავში, ის სიტყვა უნდა უპასუხოთ. აღმოჩნდა, რომ თუკი ერთი სიტყვის რეაქციის დრო საშუალოდ ათიდან თორმეტ წამამდეა, არსებობდა გარკვეული სიტყვები, რომლებიც დაკავშირებული იყო ტრავმულ გამოცდილებასთან, სადაც წუთ-ნახევარი, 2 წუთამდე ადიოდა ასოციაციისათვის განკუთვნილი დრო.

ამის განვითარება გახლავთ ტყუილის დეტექტორი, რომლის დახმარებითაც თავისუფლად შეიძლება დადგინდეს, თქვენ ტყუილს ამბობთ თუ არა.

1951 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა, გამოყო იმ დროისათვის სრულიად არნახული თანხა იმისათვის, რომ მეცნიერულად შეესწავლათ კოკა-კოლას ეფექტი!

კოკა-კოლას ეფექტის შესახებ გეტყვით: ყოველ 25-ე კადრად, რომელსაც ფილმის ყურებისას ჩვენ ვერ აღვიქვამთ, სარეკლამო ჭრად ჰქონდათ ჩასმული ფრაზა „დალიეთ კოკა-კოლა!“ – შემდეგ ამოწმებდნენ, მოიხმარებდნენ მაყურებლები კოკა-კოლას უფრო ხშირად, თუ – არა. აღმოჩნდა, რომ კოკა-კოლას ამ დროს უფრო აქტიურად მოიხმარდნენ, ვიდრე – რეკლამის გარეშე. დაახლოებით 5 წლის წინ ჩატარებულმა კვლევითმა ექსპერიმენტებმა კი აჩვენა ძალიან საინტერესო შედეგი:

პირველი ექსპერიმენტი „მიირთვით ბრინჯი და დალიეთ კოკა-კოლა“ იყო. აღმოჩნდა, რომ ბრინჯს არავინ ეკარებოდა და კოკა-კოლას მიირთმევდნენ, მოხმარება იზრდებოდა; ხოლო 5 წლის წინ ჩატარებულმა ზუსტად იმავე ექსპერიმენტმა გამოააშკარავა (ეს იყო ერთ-ერთი სამაგისტრო ნაშრომი), რომ ბრინჯს უფრო მეტად მიირთმევდნენ, ვიდრე კოკა-კოლას სვამდნენ. მიზეზი ძალიან მარტივია, თუკი მაშინ, 1951-1953 წლებში, ჩინურ სამზარეულოს არ ჰქონდა, ასე ვთქვათ, დაპყრობილი ამერიკული ბაზარი, დღეს ჩინური სამზარეულო ძალიან პოპულარულია მათთან. რეკლამის ეფექტურობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ საათზე უბიძგებთ მაყურებელს ამ ბრინჯის მოხმარებისკენ, სხვადასხვა დრო სხვადასხვა შედეგს გიჩვენებთ – იმის მიხედვით, თუ როდის უნდა ადამიანს საკვების მიღება.

შეუძლია თუ არა არაცნობიერს, ქცევა შეცვალოს? არა, თუმცა შეუძლია ქცევის მოდიფიკაცია. მისი ყველაზე კარგი მაგალითი გახლავთ ეგრეთ წოდებული ტაბუ სიტყვების გამოყენება. ეს არის სალანძღავი, უცენზურო, შეურაცხმყოფელი სიტყვები და ასე შემდეგ. ეს სწორმარცვლიანი სიტყვებია და აღმოჩნდება, რომ იმ ტიპაჟის მიხედვით, ეს ადამიანი როგორ კლასიფიცირდება, არის ექსტრარერდი თუ არის ინტრორერდი. არის თუ არა მისი რეაქცია საფრთხის მიმართ რაციონალური, ან საფრთხეს სწრაფად ხედავს და რეაგირებს თუ პირიქით, მას საფრთხის დროს არ შეუძლია სწრაფად რეაგირება?! აღმოჩნდა ძალიან საინტერესო რამ, ერთი და იმავე სიტყვების შემთხვევაში, ვისაც ჰქონდა სწრაფი რეაგირება – საფრთხის დროს ისინი უფრო სწრაფად რეაგირებდნენ (ეს იზომება კიდევ კანის გალვანური რეაქციით). ისინი, ვისაც შენელებული რეაქცია აქვს ასეთ დროს, უფრო სწრაფად რეაგირებდნენ საფრთხის მიმართ და ვიდრე ის ადამიანები, რომელთაც ზოგადად აქვთ საფრთხის მიმართ შენელებული რეაქცია, სტრესის მიმართ რეზისტენტულნი არ არიან – მათი რეაქციები პირიქით, უფრო ქვეითდება.

აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ჩვენი წარსული გამოცდილებიდან გვაქვს რაღაცები, რომლებსაც ვერ ვაცნობიერებთ. თანამედროვე ფსიქოლოგიაში ე.წ. „პრაილინგის“ კვლევები, თავიდან ბოლომდე, რომელიც არის ნეიროფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფსიქოლოგია, ნეირომეცნიერება, იკვლევს რატომ სრულდება გარკვეული სახის ქცევები უცნაურად და ამას არანაირი რეალური მოცემულობა ამ წუთას არ აქვს, მაგრამ ის უკავშირდება ჩვენს წარსულ გამოცდილებას. ეს წარსული გამოცდილება კი, გარკვეულ სიტუაციებში, თავისთავად ვარდება და ახდენს ქცევის მოდიფიცირებას. 

რომ შევაჯამოთ ფროიდის აზრი არაცნობიერის შესახებ განდევნილი სექსუალური სურვილებისა და აგრესიების დათრგუნვის შესახებ, დღეს ზუსტად ისე არ მუშაობენ, როგორც ფროიდს წარმოედგინა, მაგრამ ის, რომ არსებობს არაცნობიერი, რომელსაც შეუძლია ჩვენი ქცევის არა დეტერმინირება, მისი მოდიფიცირება, იქიდან თუ საიდანაც მოვდივართ, – ასეთ შემთხვევაში, ეს დადასტურებული ფაქტია და ასევე, რეგრესია, რომელსაც ჩვენ, მისგან განსხვავებით, განზრახ დავიწყებას ვუწოდებთ. ქართულში ორი  ტერმინი გამოიყენება: ან რეპრესია, ან განდევნა. განდევნილი შინაარსები ხშირ შემთხვევაში, ჩვენდა გასაოცრად, რაღაც ირაციონალურს გვაკეთებინებს.

არსებობს თუ არა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი გააცნობიეროს? პასუხი გახლავთ – არა, არ შეუძლია! არის ეს კარგი, თუ უფრო – ცუდია? თვითცნობიერების ჩამოყალიბებამდე, 12 წლამდე, ჩვენი მშობლები ჩვენგან „ზელდნენ ცომს“ ისე, როგორც მათ უნდოდათ, შემდომში, 12 წლის მერე ვყოფილიყავით. მაშინ, როცა იწყება იდენტობის პროცესის ჩამოყალიბება, ეს კი მთლიანად ჩვენი პასუხისმგებლობაა და, შესაბამისად, შეიძლება გარკვეული გავლენები არსებობდეს, მაგრამ ეს გავლენები არ ხსნის, ანუ არაცნობიერი არ ამართლებს, ჩვენს ქცევას. მხოლოდ ერთ შემთხვევაში: არაცნობიერის მუშაობა, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის რეალურ ფუნქციონირებაში, რჩება ფსიქოთერაპიის საქმედ. ამ არაცნობიერს კი რეალურად შეუძლია, დაარღვიოს ქცევა.

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის