სტატიები

ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები

თანამედროვე ბიზნესი სწრაფ, მუდმივად განვითარებად გარემოში უამრავი გამოწვევის წინაშე დგება, რაც მნიშვნელოვნად აისახება ბიზნესის წარმატებასა და მდგრადობაზე. ეს გამოწვევები სხვადასხვა სახისაა, დაწყებული სტარტაპის შექმნის სირთულეებიდან, დამთავრებული თანამშრომლების შენარჩუნების პოლიტიკის განსაზღვრით. თითოეული გამოწვევა მოითხოვს სიღრმისეულ ცოდნასა და სტრატეგიული მიდგომების შემუშავებას.

აზროვნების აკადემიამ და საქართველოს ბანკმა შეიმუშავეს ერთობლივი პროექტი – „ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები“, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს დაეხმარებათ შეიძინონ და განივითარონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე ამ სფეროში ნავიგაციისთვის საჭირო უნარები.

ბიზნეს სესიების ფარგლებში ჩატარდება 8 ლექცია სხვადასხვა აქტუალურ თემაზე სფეროს წამყვანი სპეციალისტების მიერ:

შეხვედრა 1: სტარტაპის გამოწვევები
გიორგი ჩუგოშვილი, Phubber-ის თანადამფუძნებელი

სტარტაპის შექმნა საინტერესო, მაგრამ საკმაოდ კომპლექსური პროცესია. ერთია, გქონდეს ინოვაციური ბიზნეს იდეა, ხოლო მეორეა, შეძლო და გადალახო იდეის ხორცშესხმის გზაზე შექმნილი მრავალი დაბრკოლება, როგორებიცაა: ბაზრის საფუძვლიანი მოკვლევა, დაფინანსების უზრუნველყოფა და სამომავლო სტრატეგიების სწორი განსაზღვრა იმისთვის, რომ ჰიპერკონკურენტულ გარემოში სტარტაპის გადარჩენა და გაზრდა შეძლო.

შეხვედრა 2: თანამშრომელთა შენარჩუნება
მედეა ტაბატაძე, HRM/OD (ადამიანური რესურსების მენეჯმენტისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულების) კოსულტანტი

კონკურენტულ შრომით ბაზარზე თანამშრომლების შენარჩუნება დღითიდღე უფრო რთული ხდება. დენადობის მაღალმა მაჩვენებლებმა შეიძლება შეაფერხოს ორგანიზაციული პროცესები და გააჩინოს არასაჭირო ხარჯები. ამ რისკების შესამცირებლად აუცილებელია ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, სადაც თანამშრომლები თავს ჩართულად და დაფასებულად გრძნობენ. სამუშაო-ცხოვრების ბალანსის პოლიტიკის შექმნა მნიშვნელოვან როლს თამაშობს შრომითი კმაყოფილების ზრდაში.

შეხვედრა 3: თანამედროვე მენეჯერის გამოწვევები
ეკო ჩუბინიძე, ლეო ინსტიტუტის კომუნიკაციების მენეჯერი, Erickson Coaching International-ის სერტიფიცირებული ქოუჩი

სწორი მენეჯერული მიდგომა ქმნის ინოვაციას. იმისთვის, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში ჩამოყალიბდეს ინოვატორული ხედვა, ლიდერმა უნდა შეკრიბოს თანამოაზრეების გუნდი, რომლებიც ხელს შეუწყობენ მიზნების მიღწევაში. ასეთი გუნდის მართვა მოითხოვს კომპლექსურ უნარებს, როგორებიცაა: თითოეული წევრის მოტივირება, მათი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე ზრუნვა და სხვა. თანამედროვე მენეჯერებმა მუდმივად უნდა განავითარონ საკუთარი უნარები და მიდგომები, რათა გააუმჯობესონ გუნდის სამუშაო პროცესი.

შეხვედრა 4: კრეატივი
ეკა ყიფიანი, კრეატიული დირექტორი, JWT Metro

კრეატივი თანამედროვე ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბრენდის კრეატიული სტრატეგია გამოარჩევს კომპანიას მისი კონკურენტებისგან და იპრყობს სწორი სეგმენტის ყურადღებას. კრეატივი ბრენდს საშუალებას აძლევს იყოს აქტუალური და საინტერესო.

შეხვედრა 5: AI თანამედროვე მენეჯმენტში
ლელა მაჩაიძე, საერთაშორისო კონსულტანტი

ხელოვნური ინტელექტი (AI) ახდენს რევოლუციას თანამედროვე მენეჯმენტში გადაწყვეტილების მიღების პროცესების გამარტივებითა და რუტინული სამუშაოების ავტომატიზაციის გზით. ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს შეუძლიათ გააანალიზონ დიდი რაოდენობით მონაცემი, რაც იძლევა საშუალებას მენეჯერებმა მიიღონ სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები. ადმინისტრაციული ამოცანების ავტომატიზაცია ათავისუფლებს დროს მენეჯერებისთვის, რათა მეტი დრო დაუთმონ სტრატეგიულ ინიციატივებზე ფოკუსირებას.

შეხვედრა 6: მომხმარებლის ქცევა
ქრისტინე ლორთქიფანიძე, კვლევისა და საკონსულტაციო მომსახურების კომპანია „ანოვა”-ს თანადამფუძნებელი

მომხმარებლის ქცევაზე დიდ გავლენას ახდენს გარე ფაქტორები – როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სოციალური. თანამედროვე ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, იცნობდეს თავის მომხმარებელს და იცოდეს მისი ქცევა, რათა ფეხი აუწყოს მის მუდმივად ცვალებად საჭიროებებს. მონაცემთა ანალიზის მეშვეობით, ბიზნესი სახავს სწორ მარკეტინგულ სტრატეგიებს და არჩევს მომხმარებელთან სასაუბრო ენას, რათა შეძლოს და მოარგოს თითოეულ დაინტერესებულ პირს პროდუქტი თუ მომსახურება.

შეხვედრა 7: მულტიჩენელ მარკეტინგი
გიორგი ბერეჩიკიძე, ციფრული მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, Veli.store

ციფრულ ეპოქაში, სადაც მომხმარებლები სხვადასხვა არხის მეშვეობით იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას, ბიზნესი დგას იმ საჭიროების წინაშე, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებს ხმა მიაწვდინოს სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით. აუცილებელია დადგინდეს ის ძირითადი პლატფორმები, სადაც ბიზნესის სამიზნე აუდიტორია ატარებს დიდ დროს და ყველა ამ არხზე ბრენდისთვის დამახასიათებელი ენითა და მესიჯით წარიმართოს კომუნიკაცია მომხმარებელთან.

შეხვედრა 8: ბრენდის სტრატეგია
ვასკა ჩუბინიძე, „ჟუჟუნა ღვინოს” და „მილენიალ ჰაბის” თანადამფუძნებელი

ძლიერი ბრენდის შექმნა თანამედროვე ბიზნესის წარმატების მთავარი გასაღებია. ბრენდის სტრატეგიის შემუშავება ბიზნესს ბაზარზე სწორ პოზიციონირებასა და თავის დამკვიდრებაში ეხმარება. ბრენდის მკაფიო მისიის, ხედვისა და ღირებულებების განსაზღვრა ორგანიზაციის საფუძველია. დასამახსოვრებელი ვიზუალური იდენტობის შექმნა და ბრენდის თანმიმდევრული კომუნიკაცია ბიზნესის მდგრადობას განაპირობებს.

შეჯამება

ბიზნესს უამრავ თანამედროვე გამოწვევასთან გამკლავება უწევს, რაც მოითხოვს პროაქტიულ, ინფორმირებულ და ადაპტირებულ მიდგომებს. ამ საკითხების სიღრმისეული გააზრებით ბიზნესს შეუძლია პოტენციური დაბრკოლებები აქციოს შესაძლებლობებად. იქნება ეს სტარტაპის ფუნქციონირების ოპტიმიზაცია, თანამშრომელთა შენარჩუნების გაძლიერება, მენეჯერული სირთულეების გადალახვა თუ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. თითოეული ეს გამოწვევა გვაძლევს ბიზნესის შექმნისა და მომავლის გაძლიერების შანსს.

ბიზნეს სესიების ცილკი ამომწურავად განიხილავს ზემოთ აღიშნულ საკითხებს.
ლექციებზე დასწრების შემდეგ თქვენ დაგრჩებათ ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ იდეის რეალობად ქცევასა და მის სწორად განვითარებაში.

ბიზნეს სესიებზე რეგისტრაციისთვის გაგადით ბმულზე.