
ახალი ლექციათა ციკლი აზროვნების აკადემიაში – „განსხვავებული საზრისები“

ლექციათა ციკლს გაუძღვებიან ლევან გიგინეიშვილი და ანდრო დგებუაძე. 9 ლექციის განმავლობაში განხილული იქნება თემები:

სინამდვილე – რამდენად დაკავშირებულია ჩვენი ფიქრის პროცესი და სამყარო? როგორ ვიმეცნებთ სამყაროს?

ერთობა და ურთიერთობა – რა ქმნის ადამიანს ინდივიდად? რა განასხვავებს სხვა ადამიანებისგან? ერთობა უფრო მნიშვნელოვანია თუ განსხვავებულობა?

კულტურა და ადამიანი – რამდენად არის ადამიანი კულტურის პროდუქტი? საიდან იბადება კულტურით უკმაყოფილება?

თითოეულ თემას ლექტორები ცალ-ცალკე განიხილავენ, ყოველ მესამე შეხვედრაზე კი თემის შესახებ მსჯელობას ერთად გაუძღვებიან. ისინი მსმენელს განსხვავებულ საზრისებს შესთავაზებენ და თემებს სხვადასხვა პერსპექტივიდან დაანახვებენ.

კურსი იწყება 10 მაისს და გაგრძელდება 4 ივნისამდე, შეხვედრები გაიმართება ორშაბათს და ხუთშაბათს 18:00 სთ-ზე, შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 სთ

კურსის საფასური – 360 ლ.

მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება

კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით

მისამართი: თინა იოსებიძის ქუჩა 57

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 123 696