სიახლეები

აზროვნების აკადემიის გამომცემლობა

„განსხვავებული საზრისები“

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე,

ანდრო დგებუაძე

 

🌟 მალე მკითხველს კიდევ ერთი წიგნი შეხვდება: ანდრო დგებუაძისა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის „განსხვავებული საზრისები“ (პირველი ნაწილი)

📖 წიგნში ავტორები მთავარ ადამიანურ ღირებულებებს განსხვავებული სააზროვნო სიბრტყიდან გვიჩვენებენ, სამყაროსა და ადამიანის სხვადასხვაგვარ აღქმას გვთავაზობენ

რაზე თანხმდებიან და ვერ თანხმდებიან ავტორები? რა არის წყალგამყოფი საკითხი, რომელზე შეთანხმებაც შეუძლებელია და რაზე შეთანხმებაა შესაძლებელი თუ საკითხს კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად გულწრფელობით მივუდგებით?  ამ წიგნში, მკითხველი სწორედ ამ განსხვავებულობისა და გადაკვეთის წერტილებს გაეცნობა. 

👇 წიგნის პირველ ნაწილში საუბარი ეხება ფუნდამენტურ ცნებებს:

ვინ არის ადამიანი? რა არის პიროვნულობის იდეა? როდის დაისმის პიროვნულობასა და კერძოობას შორის ტოლობის ნიშანი? თავისუფლება – ღირებულება, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს და ცხოვრებას საზრისს აძლევს. რა არის თავისუფლება? მიზანი თუ ინსტრუმენტი ადამიანისთვის?

სიყვარული – როგორც ყოფიერების ცოცხალი საწყისი. მოვლენა, რომლის გარეშე თავისუფლება ვერ რეალიზდებოდა. დაეკარგა თუ არა თანამედროვე ეპოქაში ფასი სიტყვა „სიყვარულს“? რა როლი აქვს კრიტიკულ აზროვნების რწმენაში? რწმენა ანუ მუდმივი ძიების პროცესი ადამიანისთვის.  

ერთი მხრივ, ეს საკითხები ჩვენი ყოველდღიურობაა, მეორე მხრივ კი, მუდმივი კითხვის ნიშნებით სავსე სივრცეა

▶ რედაქტორი: ესმა მანია
▶ დიზაინერი: ბესიკ დანელია
▶ პროექტის ხელმძღვანელი: გურამ მეგრელიშვილი
▶ გვერდების რაოდენობა – 340 გვ. ყდა-რბილი.

👉 შესაძენად ეწვიეთ ბმულს

 

„დინამიკური ფსიქიატრია – სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიის შესახებ“

რეზო კორინთელი

🌟 წარმოგიდგენთ რეზო კორინთელის სამაგიდო წიგნს: „დინამიკური ფსიქიატრია – სიღრმის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიის და ფსიქიატრიის შესახებ“.
✅ წიგნი გამოვა ორ ტომად.

📖 პირველ ტომში, რომელსაც სექტემბრის მეორე ნახევარში გაეცნობა მკითხველი, განხილულია სიღრმის ფსიქოლოგიის წინარე ეტაპი, მისი ძირითადი სკოლები, როგორიცაა ფროიდის, ადლერის, ჟანეს და ამ მიმართულებების თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ ნაჩვენებია შესაბამისი კლინიკური შემთხვევები; აგრეთვე ტვინისა და ფსიქიკის მიმართების საკითხი თანამედროვე ნეირომეცნიერების თვალსაზრისით.


📖 მეორე ტომი ეხება იუნგის და ასაჯოლის ფსიქოთერაპიულ მიმართულებებს. მოკლედ არის მიმოხილული კლასიკური დინამიკური ფსიქიატრიის მომდევნო პერიოდი. აღწერილია მედიტაციის ფორმები და ვიზულიზაციის სხვადასხვა ტექნიკა. წიგნში ანალიტიკური ფსიქოლოგიის თეორიული პრინციპების საილუსტრაციოდ მოყვანილია იუნგის მიერ აღწერილი კლინიკური შემთხვევები.

▶ რედაქტორი: მანანა ცინცაძე
▶ დიზაინერი: მაია სუმბაძე
▶ დამკაბადონებელი: ბესიკ დანელია
▶ გვერდების რაოდენობა – 360 გვ.

👉 შესაძენად ეწვიეთ ბმულს

„ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია“

ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

✅ აზროვნების აკადემიის გამომცემლობა გთავაზობთ ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას წიგნს: „ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოლოგია“
 
📖 წიგნი ჩვენი ყოფის ყველა ეტაპის მიმოხილვა და ანალიზია. რატომ გვაქვს მაღალი ან დაბალი თვითშეფასება, საიდან იღებს სათავეს დეპრესია, რა არის ნევროზებისა და აკვიატებების სათავე, კარგია თუ ცუდი კრიზისი ჩვენს ცხოვრებაში და რა კოდირებულ ინფორმაციას ინახავს არაცნობიერი, რომელიც ერთი დიდი საცავივით სავსეა ჩვენი ბავშვობის ამბებით!
 
📖 თქვენ წინაშეა პოპულარული ენით მოთხრობილი ჰუმანური ფსიქოლოგიის თავგადასავალი, რომელიც, შესაძლოა, ძალიან დაგეხმაროთ თვითანალიზის პროცესშიც.
 
 
▶ რედაქტორი: გურამ მეგრელიშვილი
▶ დიზაინერი: ბესიკ დანელია
▶ გვერდების რაოდენობა – 200 გვ.
 
👉 შესაძენად ეწვიეთ ბმულს

 

„საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე“

ლევან გიგინეიშვილი

✅ ჩვენი გამომცემლობის მორიგი წიგნი: ლევან გიგინეიშვილის „საუბრები ანტიკურ ფილოსოფიაზე“ 📖

👉 წიგნში განხილულია ყველა ის უმთავრესი საკითხი, რომელიც დღის წესრიგში დააყენა ბერძნულმა ფილოსოფიურმა აზრმა. უპირველეს ყოვლისა, ავტორი მიმოიხილავს არქესა და მოძრაობის საწყისის პრობლემას, საიდანაც აღმოცენდა საკუთრივ ბერძნული ფილოსოფია. ამ კონტექსტში განხილულია ისეთი ფილოსოფოსების იდეები, როგორებიც იყვნენ დემოკრიტე, პითაგორა, ჰერაკლიტე და სხვები.

👉 წიგნში განხილულია სოკრატეს ფილოსოფიის უმთავრესი თავისებურებები და ისიც, თუ რა განსაკუთრებული როლი აქვს სოკრატეს ფიგურას ფილოსოფიისა და აზროვნების ისტორიაში. როგორ უნდა გავიგოთ თუნდაც ციცერონის სიტყვები, რომლის მიხედვითაც „სოკრატემ ფილოსოფია ზეციდან ქალაქებში ჩამოიტანა“ და მიუსადაგა იგი ყოველდღიურობას? რა ურთიერთმიმართება არსებობდა სოკრატესა და სოფისტებს შორის? ვინ იყვნენ ეს უკანასკნელები და როგორ ჩაანაცვლეს მათ ლოგიკა რიტორიკით? სოკრატეს ცხოვრებისეულ ფილოსოფიასთან ერთად განხილულია პლატონისა და არისტოტელეს ფილოსოფიები.

👉 წიგნში დეტალურად არის განხილული თუ რა თავისებურებები გააჩნია აღნიშნული მოაზროვნეების მოძღვრებებს და რაში სცილდებოდნენ ისინი ერთიმეორეს.
ამავდროულად ავტორი მიმოიხილავს ელინისტური ფილოსოფიის ისეთ მნიშვნელოვან ფილოსოფიურ სკოლებს, როგორებიცაა ეპიკურეიზმი და სტოიციზმი. ამ კონტექსტში საუბარი ეხება ეპიკურეს, ძენონის, ეპიკტეტესა თუ მარკუს ავრელიუსის ფილოსოფიურ ნააზრევებს.

👉 დასასრულ, წიგნში განიხილება ნეოპლატონური ფილოსოფიის მიერ შემოთავაზებული სიახლეები ფილოსოფიის ისტორიაში და ამ მიმდინარეობის ძირითადი მახასიათებლები.

წიგნის ავტორია ფილოსოფოსი და ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი და აერთიანებს მის მიერ სხვადასხვა დროს აზროვნების აკადემიაში წაკითხულ ლექციებს.

▶ რედაქტორი: დაჩი ფაჩულია
▶ დიზაინერი: ბესიკ დანელია
▶ გვერდების რაოდენობა – 240 გვ. ყდა-რბილი.

👉 შესაძენად ეწვიეთ ბმულს

 

 „აღზრდის ფსიქოლოგია – ბავშვის განვითარების ძირითადი ასპექტები“

ფსიქოლოგი ნინო ბუაძე

 

👉 წიგნი ბავშვის განვითარების ძირითად ასპექტებს მოიცავს. ფსიქოგანათლება მშობელსა და ბავშვს მნიშვნელოვნად ეხმარება საკუთარი მოთხოვნილების, ქცევისა თუ დამოკიდებულების გაცნობიერებაში. შედეგად, ადამიანი გეგმავს და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლის კიდეც თავის გადაწყვეტილებებსა თუ ქცევებს.

👉 ბავშვის ბიო-ფსიქო-სოციალურ გარემოსთან ადაპტაცია და მისი მხარდაჭერა მშობლის უმთავრესი გამოწვევაა. ინდივიდის ძლიერ, ემოციურად მდგრად და სოციალურად ფუნქციურ პიროვნებად ჩამოყალიბება მეტწილად არის დამოკიდებული იმ ფუნდამენტურ წლებზე, რომლებსაც ბავშვობას ვუწოდებთ.

👉 მშობლობა – ეს შესაძლებლობაა ბავშვის სამყაროში ახლებურად შეიცნო საკუთარი თავი, რეალიზდე, განიცადო, განავითარო და ამ პროცესში თავადვე განვითარდე.

▶ რედაქტორი: მარიამ ტურძილაძე
▶ დიზაინერი: ბესიკ დანელია
▶ გვერდების რაოდენობა – 200 გვ. ყდა – რბილი

👉 შესაძენად ეწვიეთ ბმულს

 

  „სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში“


ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

 

ზურა მხეიძის ლექციების თემატიკა თითქმის მთლიანად მოიცავს იმ ფსიქოლოგიურ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ: სიყვარული – თავისი უამრავი ფორმით, ტყუილი – ავ-კარგით, ემოციის ამოცნობა და მართვა, საკუთარი თავის განთავისუფლება საკუთარივე ზღვრისგან, ბავშვის და ზრდასრულის შეფასება და თვითშეფასება, ინდივიდუალური და ჯგუფური სტერეოტიპები, ურთიერთობები დასავლურ თუ აღმოსავლურ კულტურებში და ჩვენი ადგილი მათ შორის, ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის, ურთიერთობა ბავშვებთან და ხანდაზმულებთან, ურთიერთობები სამსახურში…

ზურა მხეიძის საუბრებიდან ყოველთვის ახალს აღმოაჩენ, იქაც კი, სადაც ათასჯერ გაგივლია და აღარ აქცევ ყურადღებას, რადგან გგონია, რომ ყველაფერი იცი. აღმოჩენას ყოველთვის ახლავს სიახლის სიამოვნება, მაგრამ, ამასთანავე, აღმოჩენა ხელს უწყობს ახალ შესაძლებლობათა დანახვას, მათ შორის, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში. ბევრ ინტელექტუალურ სიამოვნებას მიიღებთ და პრაგმატულად გამოსაყენებელ ცოდნასაც შეიძენთ.

👉 შესაძენად ეწვიეთ ბმულს
 
 
 

 „ნაფიქრალი“

გონება და ფიქრის უნარი არის საშუალება გარე და შინაგანი სამყაროს შესამეცნებლად, როდესაც ამ საშუალებას სწორად ვიყენებთ ჩვენი ნაფიქრალი სასარგებლო ხდება ჩვენთვის და ვისაც ვუზიარებთ, მათთვისაც.

„ნაფიქრალის“ იდეა რამდენიმე წლის წინ „აზროვნების აკადემიაში“ დაიბადა, რომელიც  აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის 11 საინტერესო ადამიანის შინაგან მონოლოგს. გვსურს, ამ წიგნით მათი ნაფიქრალის თანამონაწილეები გაგხადოთ.

გვსურს, ამ წიგნით მათი ნაფიქრალის თანამონაწილეები გაგხადოთ.
წიგნი აერთიანებს 11 ავტორის ნაფიქრალს:
▶ ზურაბ კიკნაძე
▶ რეზო კორინთელი
▶ ანდრო დგებუაძე
▶ დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
▶ გურამ მეგრელიშვილი
▶ ნატო ინგოროყვა
▶ გიორგი კეკელიძე
▶ გია მურღულია
▶ გაგა ნიჟარაძე
▶ ლელა ფირალიშვილი
▶ ზაზა ფირალიშვილი

 
👉 შესაძენად ეწვიეთ ბმულს

 

 

 

„როგორ ველაპარაკოთ შვილებს“


გურამ მეგრელიშვილი

მწერალი და კინოსცენარისტი გურამ მეგრელიშვილი 2009 წლიდან მასწავლებელია. ის, “აზროვნების აკადემიაში” დაარსების დღიდან მოზარდებთან მუშაობს ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის მიმართულებით. 

ამ წიგნში გამოქვეყნებული წერილები მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების ერთგვარი შეჯამებაა, რომელიც, სხვადასხვა წლებში, და ჩვენი ერთგული მკითხველებისა და ჟურნალ mastsavlebeli.ge-ს აუდიტორიისთვის იწერებოდა. 

 
👉 შესაძენად ეწვიეთ ბმულს

 

 

„PR-ის საფუძვლები“

თორნიკე გურული

💥 თორნიკე გურულის „PR-ის საფუძვლები“ 

🎁 წიგნი საინტერესოა PR-ის ფაკულტეტის სტუდენტებისთის, დაინტერესებული მკითხველისთვის, მსხვილი და მცირე კორპორაციების თანამშრომლებისთვის, გაყიდვების სფეროს მენეჯერებისთვის და რეპუტაციაზე მზრუნველი ორგანიზაციებისთვის.

▶ წიგნის რედაქტორი: სალომე უსტარაშვილი
▶ დიზაინერი: ბესიკ დანელია
▶ გვერდების რაოდენობა – 150. ყდა – რბილი.


.
👉 შესაძენად ეწვიეთ ბმულს