დამკვირვებლის გარეშე ჩვენ არ ვარსებობთ. დამკვირვებელი არ არის ტვინში, არ ვიცით, სად არის, მაგრამ ის როდესაც იღვიძებს ახსოვს ვინ იყო გუშინ, ის გეგმავს ყველაფერს, თუმცა მან შეიძლება სხვადასხვა დონეზე იფუნქციონიროს – ერთ შემთხვევაში უბრალოდ ის რეაგირებს და არ ცხოვრობს, ანუ მოქმედებს სტიმულით, აქვს რეაქცია მოვლენებზე, ხოლო მეორე შემთხვევაში მას აქვს მიზანი და მოქმედებს ამ მიზნისკენ.
ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი რობერტო ასაჯოლი ამბობს, რომ მეს, ანუ ცენტრს გააჩნია ცნობიერების ველი, ამ ველში შემოდის აზრი, გრძნობა-სურვილი, ლტოლვა, წარმოსახვა, შეგრძნება, ფანტაზია და მოგონება.
ჩვენ არ ვაკვირდებით და ანგარიშს არ ვუწევთ იმას თუ როგორი აზრები შემოდის თავში, საერთოდ ვისგან მოდის და რა უნდა, არის თუ არა სწორი და ა.შ. თუმცა, აქ ერთი საინტერესო რამ არის – როდესაც შენ იაზრებ, რომ ეს აზრები მარტო შენი კი არ არის, არამედ შენამდე მასზე იფიქრა და აღწერა ვინმე მწერალმა ან პოეტმა… ამ დროს მშვიდდები და ფართოვდება შენი თვალსაწიერი.
მთავარია კიდევ ერთი რამ – შენივე მე არ იყოს შთანთქმული იმ შინაარსებით რაც არის ცნობიერების ველში, სამწუხაროდ ბევრი ვერ ანსხვავებს თავის მეს, თავის სხეულისგან. სპორტსმენს უფრო ძლიერი მე აქვს, იმიტომ რომ ის თავის სხეულს იმორჩილებს, ნებისყოფას წვრთნის ვარჯიშის დროს. სხეული როდესაც მორჩილი ხდება წვრთნისას, ანუ ვარჯიშისას, მას მოტორული ინტელექტი საგრძნობლად უმაღლდება.
იმ ენერგიას, რომელიც ჩვენს მეზე მოდის, შეუძლია ძალიან დიდი ძვრების გაკეთება და დიდი ზეგავლენის მოხდენა. მე ჭურჭრელია რომელშიც რაღაც უნდა ჩავიდეს, რაღაცით უნდა შეივსოს.
“ჩვენ რასაც ვაცნობიერებთ, იმას ვაკონტროლებთ, ხოლო რასაც ვერ ვაცნობიერებთ, ის აქეთ გვაკონტროლებს ჩვენ.“
ფსიქიატრი რეზო კორინთელი
სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის 👉სალონური საუბრებიდან