„განსხვავებული საზრისები“ - ლევან გიგინეიშვილი და ანდრო დგებუაძე

„განსხვავებული საზრისები“ – ლევან გიგინეიშვილი და ანდრო დგებუაძე

🌟 ახალი ლექციათა ციკლი აზროვნების აკადემიაში – „განსხვავებული საზრისები“
 
✅ ლექციათა ციკლს გაუძღვებიან ლევან გიგინეიშვილი და ანდრო დგებუაძე. 9 ლექციის განმავლობაში განხილული იქნება თემები:
 
👉 სინამდვილე – რამდენად დაკავშირებულია ჩვენი ფიქრის პროცესი და სამყარო? როგორ ვიმეცნებთ სამყაროს?

👉 ერთობა და ურთიერთობა – რა ქმნის ადამიანს ინდივიდად? რა განასხვავებს სხვა ადამიანებისგან? ერთობა უფრო მნიშვნელოვანია თუ განსხვავებულობა?

👉 კულტურა და ადამიანი – რამდენად არის ადამიანი კულტურის პროდუქტი? საიდან იბადება კულტურით უკმაყოფილება?
 
📌 თითოეულ თემას ლექტორები ცალ-ცალკე განიხილავენ, ყოველ მესამე შეხვედრაზე კი თემის შესახებ მსჯელობას ერთად გაუძღვებიან. ისინი მსმენელს განსხვავებულ საზრისებს შესთავაზებენ და თემებს სხვადასხვა პერსპექტივიდან დაანახვებენ.
 
📅 კურსი იწყება 10 მაისს და გაგრძელდება 4 ივნისამდე, შეხვედრები გაიმართება ორშაბათს და ხუთშაბათს 18:00 სთ-ზე, შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 სთ
 
🔖 კურსის საფასური – 360 ლ.
🔖 მოქმედებს საქართველოს ბანკის ერთწლიანი 0%-იანი განვადება
 
💻 კურსზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც ZOOM-ის მეშვეობით
 
▶ მისამართი: თინა იოსებიძის ქუჩა 57
📎 რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cutt.ly/ybif6x3
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 557 123 696