„ბრიტანეთში არსებობს კოლეჯი, სადაც ბიჭებს ასწავლიან ქალთან მოპყრობას, ცეკვას, ხუმრობას, სუფრასთან ქცევის წესებს. სულ რაღაც ხუთ საგანს. ამ კოლეჯში მოხვედრა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა – 120 ათასი ფუნტი ღირს.
შესაბამისად მდიდარი ოჯახის შვილები სწავლობენ. კოლეჯის მოთხოვნაა, რომ ბავშვებს სახარჯოდ კვირაში 40 ფუნტზე მეტი არ ქონდეთ – არ აქვს მნოშვნელობა რამდენი მილიარდი აქვს მის ოჯახს. ვეუბნები ამ ჩვენს ძალიან “წინ წასულ” საზოგადოებას, ეს ხალხი რატომ იხდის იმის სწავლაში ფულს, რასაც თქვენ აპროტესტებთ? ძალიან წინ წახვედით? გაასწარით იმათ, თუ სადა ხართ? ეგეთი რაღაცეები წყინთ ხოლმე.
ესენი გეუბნებიან რომ შენ ხარ ჩამორჩენილი და თვითონ არიან “ევროპელები და ამერიკელები”. ეს ტუტუცური ორგანიზაციები, მე ვეძახი ტუტუცურს, მაპატიეთ, ამის უფლება მაქვს.
რა სისულელე მოიფიქრეს – ბავშვს არ მისცე ქცევითი მოდელიო. ე.ი. არ ვასწავლო ქცევითი მოდელი და თვითონ უნდა გადაწყვიტოს რა ქცევის მოდელს აირჩევს. ბავშვი სწავლობს ქცევითი მოდელით.
„სხვათა შორის, თუ გინდათ, რომ თქვენმა შვილებმა წიგნები იკითხონ, ამისთვის საჭიროა რომ თქვენ თავად კითხულობდეთ. უნდა გხედავდნენ წიგნით ხელში.“
ბავშვს სჭირდება ქცევითი მოდელი. კი ბატონო ვთქვათ შევთანმხდით, რომ მე არ უნდა მივცე ჩემს გოგოს ან ბიჭს ქალის ან კაცის ქცევის მოდელი, რადგან სტერეოტიპს აძლევო. მე და ჩემმა მეუღლემ რა გავაკეთოთ? ხან მე გამოვიდე კაბით? ხან ის წვერებით? თუ რა უნდა გავაკეთოთ?
რაღაცას მიაფრინდებიან და სისულელებს გელაპარაკებიან, არადა ბავშვს ერთი სურვილი აქვს – ქცევის მოდელი დაინახოს.
უმნიშვნელოვანესია ქცევითი მოდელი სწავლების დროს და ესენი თვლიან რომ წინ წასულები არიან. აი ეს მომენტები არის, რაც არის მისახედი, იმიტომ, რომ მოშლილია ყველა ინსტიტუტი, რომელიც ღირებულებებს აყალიბებს.
ერთადერთი დარჩა ოჯახი, თქვენ თუ ვიღაც ნორმალურს წააწყდებით, სავარაუდოდ, ოჯახის დამსახურებაა, იმიტომ რომ გარეთ აღარაფერი აღარ მოქმედებს. ფასეულობები აღარ არის.
რომელი ინსტიტუტია მომართული ფასეულობებზე? ეკლესია დისკრედიტირებულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ოჯახი დისკრედიტირებულია, ამას განსაკუთრებით ხელი შეუწყო წინა ხელისუფლებამ – 20 წლის ბავშვს ნიშნავ მინისტრად და 40 წლის მამას აგდებ, მამა მისთვის ავტორიტერი აღარ არის. სკოლაში მასწავლებელი დისკრედიტირებულია იმიტომ, რომ შესაძლებლობები არ აქვს. ბავშვს მთელი სისტემა ეუბნება რომ უნდა იყოს წარმატებული და წამატების თავის მოდელს აჩვენებს. მასწავლებელს კი წარმატების ატრიბუტიკა არ აქვს. კაი ტელეფონი არ აქვს, კაი ხელფასი არ აქვს, კაი ჩასაცმელი არ აქვს – ბავშვისთვის ასეთი “წარუმატებელი” მასწავლებელი ვერ ხდება ავტორიტეტი, რადგან მთელი მსოფლიო თხოვს რომ წარმატებული იყავიო.
მე ვუთხარით განათლების სამინისტროში, მანახეთ მოსწავლე რომელიც ოცნებობს რომ მასწავლებელი გამოვიდეს, მართლა მაინტერესებს თუ არსებობს. ეს სისტემაც მონგრეულია, კაი მასწავლებელიც ვერ ხდები ავტორიტეტი“.
ფსიქოლოგი ზურა მხეიძე
სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის 👉სალონური საუბრებიდან