სიახლეები, სტატიები

„დაუსრულებლობის განცდა და მისი გავლენა ფსიქიკაზე“ – ფსიქიატრი რეზო კორინთელი

რა შემთხვევაში გვიშლის ხელს წარსულში განცდილი? რას ნიშნავს უარყოფითი განცდები, რომლებიც დღემდე მოქმედებს ჩვენზე? უარყოფითი დაუსრულებელს ნიშნავს. იმას, რომ შენ ის ვერ მოინელე, რაც უნდა გეთქვა, ვერ თქვი. ამიტომ არ გასვენებს. ის, რაც დაუსრულებელია, მოითხოვს დასრულებას. გეშტალტფსიქოთერაპიას ასე აქვს ეს გააზრებული: გეშტალტი უნდა დასრულდეს, რომ გაქრეს. მე შენ მაწყენინე და მე ვერ გიპასუხე. მე ეს მღრღნის სულ. მაშინ, მე უნდა გიპასუხო. გეშტალტფსიქოთერაპია ასეთ სავარჯიშოს მიმართავს: აი, დავუშვათ, ეს ადამიანი აქ ზის, ამ სკამზე. უთხარი. მართლა ეუბნება და თავისუფლდება. რა ხდება ამ სავარჯიშოს შესრულების დროს? თქვენ ასრულებთ განცდას, თავისუფლდებით მისგან. რასაც ჩვენ არ ვასრულებთ, ის ჩვენ ტვირთად გვაწევს და გვართმევს ფსიქიკურ ენერგიას: დაუსრულებელი ინსტიტუტი, დაუსრულებელი ურთიერთობა, დაუსრულებელი წიგნი, ნებისმიერი რამ, რაც დაუსრულებელია.

„დაუსრულებელი ნიშნავს იმას, რომ დასრულებას მოითხოვს და ეს გვართმევს ენერგიას.“

  რას გვეუბნება ფსიქოლოგია დაუსრულებლობაზე? ის, რასაც დაასრულებ, ენერგიას გიბრუნებს. ის, რასაც არ ასრულებ, ენერგიას გართმევს. აი, მაგალითად, შეიძლება, ორმა ადამიანმა ათი საათი იმუშავა, გადაიტვირთა, გადაიღალა, ერთმა ჩააბარა გამოცდა და ენერგია დაუბრუნდა, თქვა, რომ წავიდეთ, ვიქეიფოთ, ვიზეიმოთ ჩემი წარმატება, მოვრჩი ყველაფერს, ხოლო მეორემ თქვა, რომ დაღლილი ვარ, მე ათი საათი არ მიძინია. რა მოხდა? საიდან აღუდგა ენერგია პირველ მთხრობელს? იქიდან გამომდინარე, რომ მან დაასრულა ქმედება დასრულებულობის განცდაც აქვს და ენერგიაც სწორედ ამან აღუდგინა.

ფსიქიატრი რეზო კორინთელი სტატია მომზადებულია აზროვნების აკადემიის 👉სალონური საუბრებიდან    

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts