სიახლეები, სტატიები

„საშუალო სტატისტიკური ქართველის ფსიქოტიპი“ – პროფესორი თამაზ ჯოლოგუა

მომავლის აშენება შეუძლია იმ საზოგადოებას, რომელსაც აქვს თავისი ძალების რწმენა. სამწუხაროდ, დღეს საშუალო სტატისტიკური ქართველის ფსიქოტიპი ღიაა ნეგატივისთვის, ის უმტკივნეულოდ და დაუბრკოლებლივ ითვისებს ნეგატივს, პოზიტივისთვის კი ფილტრი აქვს დაყენებული და ამ ფილტრში შესული ინფორმაციის ნეგატივად გარდაქმნას ცდილობს. ეს არის ის გარემო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სადაც სიცოცხლის ძალა და რწმენა არ იგრძნობა. საზოგადოება არის დაშლილი, შეუთანხმებელი, საჭიროა ამის შეცვლა, საჭიროა კონსოლიდაცია. ძირითადი იდეების გარშემო თუ შეთანხმება არ მოხდა, დაშლილი საზოგადოება ვერაფერს ვერ გააკეთებს. რას ნიშნავს ევროპული გზა, გვაქვს კი გააზრებული რითი მივდივართ, რა უნდა დაგვხვდეს? გვაქვს კი გააზრებული უახლესი წარსული? სერიოზულად ვეკიდებით მსგავს მნიშვნელოვან საკითხებს?

„კონსოლიდირებული საზოგადოება რასაკვიორველია არ ნიშნავს ერთფეროვან, ერთსახოვან საზოგადოებას. აქ არის იდეების შეჯახება, ახალი იდეების წარმოშობა, არის პოლემიკა, დისკუსია…“

დღეს არ არსებობს სივრცე პოლემიკისთვის, არ არსებობს დისკუსია. თითქოს პარადოქსია ეს აზრი – ყოველ საღამოს ჩვენ ეკრანებზე ვხედავთ გაცხარებულ, ხოცვა-ჟლეტამდე მისულ კამათს, მაგრამ ეს დისკუსია არ არის. დისკუსია თავისი ბუნებით ნიშნავს პოზიციების შეჯერებასა და კონსენსუსის ძიებას. როდესაც ადამიანები წინასწარგანსაზღვრული პოზიციებით სხდებიან სასაუბროდ და ამავე პოზიციით ამთავრებენ ნებისმიერ შემთხვევაში, ხშირად გვინახავს გარკვეულ წრეებში ავტორიტეტული ადამიანები, რომლებიც მზად არიან გამოჩნდენ, როგორც უკანასკნელი სულელები, მაგრამ პოზიცია არ შეიცვალონ. აი ეს არის დასაძლევი!  

პროფესორი თამაზ ჯოლოგუა  

 

👇 Onlineacademia.ge

     

👇 პროექტები მოზარდებისთვის 

👇 პროექტები ზრდასრულებისთვის 

Related Posts